09.თებერვალი .2016 16:06

ირაკლი რუხაძე: ჩემს კომერციულ გარიგებებზე საუბარს მიჩვეული არ ვარ

views 2064
უკან

ირაკლი რუხაძე ტელეკომპანია "მაესტროსთან" დაკავშირებით, განცხადებას დღეს გაავრცელებს. როგორც რუხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თავის კომერციულ გარიგებებზე საუბარს მიჩვეული არ არის და ის ყველა კითხვას პასუხს განცხადებით გასცემს.
 
"ეს არის კომერციული გარიგება, რომელიც როგორც ახლა ვხედავ გავიდა კომერციიდან. არ ვიცი რატომ ხართ ყველა ესეთი დაინტერესებული, მაგრამ რახან ხართ დაინტერესებული, ამიტომ დღეს გავაკეთებ განცხადებას.

არ ვარ მიჩვეული ჩემს კომერციულ გარიგებებზე საუბარს. კოტე გოგელია ითხოვდა 9,5 მილიონს, ჩვენ ვთავაზობდით 7,5 მილიონს. დღეს კოტე ითხოვს 5,5 მილიონს 30 პროცენტში", - განაცხადა რუხაძემ. მისივე თქმით, მას კოტე გოგელიასთან საუბარი რამდენჯერმე ჰქონდა. "მაშინ რომ დათანხმებოდა უცნობი ამ თანხას, არავის გეცოდინებოდათ ახლა ეს ამბები", - აღნიშნა რუხაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა