მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ლექვინაძე: ჩვენ გვქონდა შეხვედრა ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლებთან

5cbc323e22152
შოთა ტყეშელაშვილი
22.04.19 10:00
739
"Forbes-ის კვირის" ეთერში საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ მას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების კონსორციუმთან ჰქონდა შეხვედრა.

ლექვინაძის თქმით, ამ შეხვედრაზე განიხილებოდა ფორმატი, რომლის ფარგლებშიც ანაკლიის კონსორციუმსა და მთავრობას შეეძლებოდათ საზოგადოების ინფორმირება, თუმცა ბიზნესომბუდსმენის თქმით, ამ განხილვების შემდეგ, მთავრობის წარმომადგენლებმა საზოგადოებას პროექტის შესახებ ინფორმაცია საპარლამენტო თუ სხვა სახის ფორმატებით მიაწოდეს, რის გამოც ლექვინაძის აზრით,  თავდაპირველად დაგეგმილი ფორმატის საჭიროება დღის წესრიგში არ დგას. 

"ჩვენ გვქონდა შეხვედრა ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლებთან, ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომლის შესახებაც საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია. ველოდებით იმ შეხვედრას, რომელიც უნდა შედგეს საქართველოს მთავრობასა და ინვესტორებს შორის. ძირითადი საკითხები რაც არის, მათზე უნდა მოხდეს შეთანხმება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ საკითხებზე შეთანხმებები იქნება. კომუნიკაცია გვქონდა, ვფიქრობდით ასევე შეხვედრას ბიზნეს ასოციაციების ფორმატში, რადგანაც უფრო მეტი ინფორმირება ყოფილიყო, მას შემდეგ რაც ჩვენ ასეთი შეხვედრის ორგანიზებაზე ვიფიქრეთ, იყო ძალიან ბევრი ინფორმირება სახელმწიფო უწყების მხრიდან. იგივე საპარლამენტო თუ სხვა ფორმატებში. ამიტომ ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, ამ შეხვედრის აქტუალურობა არ დგას," - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.