მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძე: მე შედარებით ეპიზოდური შეხება მქონდა გიროგი ქობულიასთან

5cbcab490657e
შოთა ტყეშელაშვილი
23.04.19 09:03
672

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე გადაცემა "Forbes-ის კვირაში" ამბობს, რომ იმ ეპიზოდური შეხებიდან გამომდინარე, რაც ყოფილ ეკონომიკის მინისტრთან, გიორგი ქობულიასთან ჰქონდა, ის ფიქრობს, რომ ქობულია "ფართო პროფილის განათლებული ეკონომისტია". 

"გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ მე შედარებით ეპიზოდური შეხება მქონდა ბატონ ქობულიასთან, ეს არ იყო ჩემი პროფილი, კომიტეტის თვალსაზრისით. ჩვენი კომიტეტი მუშაობს სამ უწყებასთან, ესენია ფინანსთა სამინისტრო - ბატონი ივანე მაჭავარიანი, ეროვნული ბანკი - ბატონი კობა გვენეტაძე და სახელმწიფო აუდიტის სამსახური, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან პრეზენტაცია გააკეთა პარლამენტში; რაც მე ვნახე, გულწრფელად მინდა გითხრათ, ეს არის ფართო  პროფილის განათლებული ეკონომისტი. ეს ადამიანი მაკენზიში მუშაობდა, მეც ევრობანკში ვმუშაობდი თავის დროზე და რა პრეზენტაციაც მან გააკეთა, მე დამრჩა ასეთი ზოგადი შთაბეჭდილება,"- ამბობს ირაკლი კოვზანაძე. 

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობაზე დანიშვნიდან 9 თვესა და 5 დღეში გაათავისუფლეს. 

18 აპრილიდან ეკონომიკის მინისტრის პოსტს გიორგი ქობულიას ყოფილი მოადგილე და საპარტნიორო ფონდის დირექტორის ყოფილი მოადგილე ნათია თურნავა იკავებს.  

მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულიას გადაყენების მეორე დღეს განაცხადა, რომ ის "ტემპს ჩამორჩა".