11.ივნისი.2019 23:32
ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: 2012 წლის შემდეგ 400 ათასი ადამიანი ამოვიდა სიღარიბიდან

ირაკლი კობახიძე: 2012 წლის შემდეგ 400 ათასი ადამიანი ამოვიდა სიღარიბიდან
"ქუჩაში რომ გახვალთ, არა - ერთი, ორი, ათი და ასი ადამიანი, შეგიძლიათ 750 ათასი ადამიანი იპოვოთ, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს საქართველოში” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ tv „პირველის” ეთერში გადაცემა „რეაქციაში“ ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელზე საუბრისას განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კობახიძის თქმით, სიღარიბის მაჩვენებელზე საუბრისას მნიშვნელოვანია ტენდენციის სტატისტიკის მიხედვით შეფასება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, იმავე მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ გაუმჯობესებულია.

„როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორია ტენდენცია, ამას მერე დემაგოგები იყენებენ იმის სათქმელად, რომ თითქოს ჩვენ გვაქვს თვალები დახუჭული და ვერ ვხედავთ სიღარიბეს. სიღარიბეს განა ვერ ვხედავთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს 750 ათასი ადამიანი საქართველოში ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. შესაბამისად, რომ გახვალთ ქუჩაში, არა - ერთი, ორი, ათი და ასი ადამიანი, შეგიძლიათ 750 ათასი ადამიანი იპოვოთ, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს საქართველოში. ეს არის დღევანდელი რეალობა.

აქ მთავარია ვნახოთ, ტენდენცია როგორია. ტენდენცია არის ნაჩვენები ერთი – სტატისტიკაში და შეგიძლიათ, ნახოთ მსოფლიო ბანკის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2012 წელს დაგვხვდა მილიონ 150 ათასი ადამიანი. 2012 წელს სამი ტელევიზია მთელი თავისი ძალებით არწმუნებდა ხალხს, რომ ყველა იყო ბედნიერი და ყველა იყო კეთილდღეობაში, თუმცა 2012 წლისთვის სიღარიბის ზღვარს მიღმა საქართველოში ცხოვრობდა მილიონ 150 ათასი ადამიანი, რაც არის მოსახლეობის დაახლოებით 30%. დღევანდელი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი არის 750 ათასი ადამიანი. დაკორექტირდა მსოფლიო ბანკის მიერ ეს მაჩვენებელი. 400 ათასი ადამიანი ამოვიდა სიღარიბიდან, რჩება 750 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ გენიოსები და სასწაული პოლიტიკა გვქონდა, ეს არის მარტივი მათემატიკა და არითმეტიკა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„როდესაც ეკონომიკა იზრდება და ეკონომიკა 2012 წლის შემდეგ არის გაზრდილი მნიშვნელოვნად , ეს თავისთავად აისახება სიღარიბის მაჩვენებელზე. პირდაპირ რომ დახედოთ ქვეყნების მონაცემებს, ნახავთ ერთი ქვეყანა, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არის ხუთი ათასი დოლარი, მეორე ქვეყანაში – 10 ათასი დოლარი, მესამეში – ორი ათასი დოლარი, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რა არის სიღარიბე. 750 ათასი ადამიანი საქართველოში არის სიღარიბის ზღვარს მიღმა და ეს მაჩვენებელი თანაბრად ნაწილდება სხვადასხვა ასაკზე.

ზუსტად დაემთხვა ერთმანეთს და მეც გიდასტურებთ, რომ 20% დღეს საქართველოში ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და ეს არის 750 ათასი ადამიანი და მათ შორის ეს აისახება, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, ბავშვებზეც. ეს არის დღევანდელი რეალობა, თუმცა განსხვავება არ არის, რომ დაგვიტოვა ჩვენ მემკვიდრეობით, იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც გვესაუბრება დღეს სიღარიბეზე, დაგვიტოვა მემკვიდრეობით 2012 წელს მილიონ 150 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს მაჩვენებელი არის შემცირებული 750 ათას ადამიანზე. 400 ათასი ადამიანი ამოვიდა სიღარიბიდან, ამას ამბობს მსოფლიო ბანკი და ეს არის სტატისტიკური მაჩვენებელი. ამის გარდა არსებობს სხვა მაჩვენებლებიც“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი: თელარა გელანტია

19.ივნისი.2019 18:17
67

მინისტრი: პროექტების შესრულების დინამიკა გაუმჯობესებულია... დაახლოებით, 0.5 მლრდ ათვისებულია

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:49
1276

ათეულობით მლნ ლარის ზიანი სახელმწიფოს - პასუხისგებაშია 23 მეწარმე, მათგან 17 პირი პატიმრობაშია

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:36
154

1 დოლარი 2.78 ლარი გახდა

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:22
79

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:10
227

აზერბაიჯანის ბაზრისთვის Coca-Cola Energy-ის „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ გამოუშვებს

ვრცლად
19.ივნისი.2019 16:56
110

„ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“: ტექინსპექტირების ერთ-ერთი ცენტრის სარეკლამო შეტყობინებებს მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს

ვრცლად