15.მარტი .2019 13:22

"ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია ფული ჩადონ ისეთ საქმეში, რომელთა ხელმძღვანელების მიმართ კითხვები არ არსებობს"

views 916
უკან

“ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია ფული ჩადონ ისეთ საქმეში, რომელთა ხელმძღვანელების მიმართ კითხვები არ არსებობს“-ასე პასუხობს „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი, გიორგი კეპულაძე კითხვას, შეუშლის თუ არა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის გამოძიების პროცესი ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას.

“რა თქმა უნდა, ყველა ასეთი საქმე ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას. ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ფული ჩადონ ისეთ საქმეში, რომელსაც ხელმძღვანელობენ ადამიანები, რომელთა მიმართაც კითხვები არ არსებობს. თუმცა ამ ეტაპზე როგორც ვიცით მიმდინარეობს გამოძიება, არ ჰყავს ამ გამოძიებას არც ბრალდებული, არც ეჭვმიტანილი, არც დაზარალებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ მალე უნდა დაესვას წერტილი ან იქით, ან აქეთ, რაღაც წერტილი უნდა არსებობდეს, რომ ეს საქმე არ გაჭიანურდეს და საქართველოსთვის ასეთ მნიშვნელოვან პროექტს, არ შეექმნას პრობლემა იმის გამო, რომ პროკურატურა თვეში ერთხელ ატარებს რაღაც ბრიფინგს, რომელზეც ახალს არაფერს არ გვეუბნება.

მე ვფიქრობ, რომ გონიერება ეყოფა ყველა მხარეს იმისთვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის მომავალი წარუმატებლობა არ განსაზღვროს პირადი დაპირისპირებით და პირადი ქიშპობით. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს ისე, როგორც დაიწყო. განახორციელოს იმ ჯგუფმა, რომელმაც აიღო თავის თავზე ვალდებულება და 70 მლნ დოლარის ინვესტიციაც ჩადო უკვე ამ საქმეში”-აცხადებს „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი, გიორგი კეპულაძე

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა