მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინოვაციურ კონკურსში, 18 წლის ქართველი სტუდენტის იდეის მხარდასაჭერად, ხმის მიცემა იწყება

56fd1b4a0f409
BM.GE
31.03.16 16:39
1980
ნიკოლოზ გაჩეჩილაძე კონკურსის Global Innovation through Science and Technology ერთადერთი ქართველი ნახევარფინალისტია. მისი იდეა MotionX 104 ქვეყნის ათასობით წარმომადგენლის იდეებს შორის შეირჩა.

18 წლის, ნიკა გაჩეჩილაძე, დღეს ლიტვის LCC საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია. მისთვის ხმის მიცემა 1 აპრილიდან დაიწყება და 1 მაისამდე გაგრძელდება. შესაბამის ბმულზე, მომხმარებლებს ონლაინ რეჟიმში ყოველდღიურად თითო ხმის მიცემის საშუალება ექნებათ.

"ჩემი იდეა დაკავშირებულია ვიდეო გადაღების დამონტაჟებისა და ონლაინ ატვირთვის ავტომატიზაციასთან. ეს მოხდება იმის ხარჯზე, რომ შევქმნით სისტემას, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ კამერებმა ვიდეოები გადაიღონ ავტომატურ რეჟიმში და მოხდეს ე.წ. "დაედითების“ მსგავსი ფექტი. ეს პირდაპირ ჩაჯდება ლაივში და ამიტომ აღარაა საჭირო გადამღები ჯგუფი, რომელიც ამისთვის იყო საჭირო.

იდეის მთავარი მიზანია, რომ მის განვითარებას შევუწყოთ ხელი საგანმანათლებლო ინსტიტუტებში, - მაგალითად, სკოლებში, უნივერსიტეტებში, სადაც ხშირია ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობა. ეს შეიძლება იყოს დამატებითი სერვისი, ონლაინ კურსების სახით", - აცხადებს ნიკა გაჩეჩილაძე "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას.

ფინალში 30 კონკურსანტის იდეა მოხვდება, რომლებიც კალიფორნიაში, Global Entrepreneurship სამიტზე გაემგზავრებიან სადაც საშუალება ექნებათ მენტორების და ტრენინგების დახმარებით იდეა განავითარონ, შემდგომ კი წარადგინონ აუდიტორიის (კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლების) წინაშე დაფინანსების მოსაპოვების მიზნით.