15.თებერვალი.2016 18:08
კრიპტოვალუტები, საზოგადოება

ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი "სოლარი" ნასას კოსმიურ ცენტრში გაემგზავრება

ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი "სოლარი" ნასას კოსმიურ ცენტრში გაემგზავრება
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ახალი გამარჯვებული გუნდი "სოლარი", ამერიკაში, ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრება.
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინოვაციური კონკურსის ფინალში, მონაწილეობა ათმა კონკურსანტმა გუნდმა მიიღო, რომელიც 34 მოსწავლისგან შედგებოდა. გუნდების მიერ წარმოდგენილი პროექტები შეაფასა დამოუკიდებელმა ექსპერტთა კომისიამ. შედეგად, გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი.

კონკურსის პირველ ადგილზე გავიდა ახალი ლიცეუმისა და აია-GESS-ის სკოლების მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდი "სოლარი" პროექტით - "მზის პანელის მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგია". შესაბამისად, გუნდი "სოლარი" მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის კონრადის ფონდის (The Conrad Foundation) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სამიტში, რომელიც გაიმართება 2016 წლის 20 - 24 აპრილს, ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში (NASA Kennedy Space Center), აშშ–ში.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს კომაროვის 199-ე საჯარო სკოლის გუნდების პროექტებმა "პროცესორიდან ნეირონამდე" და "მემბრანული კინემატიკური წყვილებიანი ორიგინალური განშლადი კონსტრუქციის დიზაინი". მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები დააჯილდოეს კომპანია Geocell-მა, აჭარა ჯგუფმა და საქპატენტმა. ფინალის მონაწილე ათივე გუნდი სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდა კერძო სექტორის მიერ. აღსანიშნავია, რომ კონკურსის მონაწილე ექვს 12-ე კლასელს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა, კენ უოლშმა გადასცა 50 პროცენტიანი სტიპენდია, რომელსაც მოსწავლეები გამოიყენებენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში.

ათასწლეულის ინოვაციის პირველი კონკურსი 2014-15 წელს ჩატარდა და გამარჯვებულმა გუნდმა "მულტიკლიმატიზატორი“ მონაწილეობა მიიღო კონრადის ფონდის ინოვაციების საერთაშორისო სამიტში, NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში, აშშ-ში.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

15.ივლისი.2019 21:00
1300

ნიკა ნანუაშვილი: „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი“ ჩვენთან არ იმუშავებს“

ვრცლად
01.ივლისი.2019 23:05
3664

კრიპტოვალუტების მოსაპოვებლად სიმძლავრის მიწოდება დღგ-თი დაიბეგრა

ვრცლად
05.ივნისი.2019 11:11
9918

ბიტკოინი ისევ იაფდება

ვრცლად
15.მაისი.2019 00:02
10476

ბიტკოინის ფასი $8,000-მდე გაიზარდა

ვრცლად
09.მაისი.2019 01:21
9314

ჰაკერებმა 41 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინები მოიპარეს

ვრცლად
24.აპრილი.2019 13:52
1904

Final Frontier ბიტკოინის ფონდს ქმნის

ვრცლად