მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინიშნება თუ არა მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრად?

5cb96e15dc444
ლევან თაღიაშვილი
19.04.19 10:41
1933
ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა BM.GE-სთან საუბრისას უარყოფს, რომ ის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს.

რამდენიმე ხნის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიხელ დუნდუა, შესაძლოა, ფინანსთა მინისტრად დაინიშნოს. ის ჯერ „შემოსავლების სამსახურის“ უფროსად დაინიშნა. თუმცა ამ თანამდებობაზე მხოლოდ 1 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ ხნის განმავლობაში მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, მეტიც, მის შესახებ ვრცელი ინფორმაცია „შემოსავლების სამსახურის“ ვებ-გვერდზეც არ იყო განთავსებული. 1 თვის შემდეგ ის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, თუმცა მედიასთან აქტიურობით დღემდე არ გამოირჩევა. "შემოსავლების სამსასხურის" ხელმძღვანელის თანამდებობამდე დუნდუა ტელეკომპანია GDS-ზე 20/30-ის ექსპერტი იყო. 

ამ დროისთვის ფინანსთა მინისტრის პოსტს ივანე მაჭავარიანი იკავებს.