მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემდეგ დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობას პარლამენტი იწყებს

5c9a4c7e2baeb
თელარა გელანტია
26.03.19 21:00
330
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებულ დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე (2019-2025) მუშაობას პარლამენტი იწყებს.

ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

სტრატეგიის პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი რეკომენდაციებს შეიმუშავებს და პლენარულ სხდომაზე განხილვამდე მთავრობას წარუდგენს.

დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან სტრატეგიაზე, დაინტერესებული მხარეების, მათ შორის - არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ამ სფეროში მომუშავე ექსპერტების ჩართულობით, სამი სამუშაო ჯგუფი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა.

სტრატეგიის მთავარი პრინციპებია: ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდა, ასევე,მატერიალური და ფინანსური გაძლიერება, სანდო, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის უზრუნველყოფა.

დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის პროექტის განხილვა ადგილობრივი თვითმმართველობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართა.

დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.