მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Inditex-ის ამბიციური სტრატეგია

5d31e39f6ccfd
მიხეილ ხაჩიძე
19.07.19 23:10
1314
Inditex-ის ამბიციური სტრატეგია - ცნობილი ბრენდების, Zara-ს, Pull & Bear-ს, Bershka-ს, Massimo Dutt-ის დედა კომპანია Inditex 2025 წლისთვის ეკო მეგობრული ტანსაცმლის გაყიდვას იწყებს.

პრესტიჟული მოდის ჟურნალის WWD-ს ცნობით, იაფფასიანი ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელის, "ზარას" პროდუქციის 100% სრულიად ე.წ. მდგრადი მასალებისგან - ბამბისა და პოლიესტერისგან იქნება დამზადებული.

ამას გარდა, კომპანიის სურვილია, ქარხნების, ბიუროებისა და მაღაზიების 80% მზის ენერგიით მოამარაგოს.

შეგახსენებთ, რომ Inditex-მა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ციფრული ტრანსფორმაციის განვითარებაში ცხრა მილიარდი ევრო დახარჯა, რათა მომხმარებელებისთვის მეტად კომფორტული გარემო შეიქმნას.

ცნობისთვის, Inditex-ი მსოფლიოში 7 490 მაღაზიას ფლობს.