14.აგვისტო.2019 18:52
ეკონომიკა

„იმედის“ იურისტის თქმით, გადასახადებს იმიტომ არ იხდიდნენ, რომ „რუსთავი 2“-ც არ იხდიდა

„იმედის“ იურისტის თქმით, გადასახადებს იმიტომ არ იხდიდნენ, რომ „რუსთავი 2“-ც არ იხდიდა
„როდესაც შენი კონკურენტი წყვეტს გადასახადების გადახდას და ეს ძალიან დიდი ხანი გრძელდება, ეს საკმაოდ არათანაბარ მდგომარეობაში გაყენებს“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ იურისტმა ანდრო ლაშხმა ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

კერძოდ, დღეს ფინანსთა მინისტრმა ქართული ტელევიზიების მიერ დაგროვილ მრავალმილიონიან ვალზე გააკეთა კომენტარი. მაჭავარიანის თქმით, ვალების ამნისტია მავნე პრაქტიკას წარმოადგენს და  სახელმწიფო მზად არის,  ვალების ჩამოწერის ნაცვლად მათი რესტრუქტურიზაცია მოხდეს.  

მისივე ინფორმაციით, 2016 წლის შემდეგ „რუსთავი 2"-ის  საბიუჯეტო დავალიანება - 28 მილიონი ლარია, „იმედის" - 19 მილიონი, „მაესტროს"  კი, 8 მილიონის დავალიანება აქვს.   


„სამაუწყებლო საქმიანობა ზოგადად ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ძალიან დიდი შრომის გაწევა გვიწევს იმისათვის, რომ ეს დანახარჯი შემოსავლებით დავაკომპენსიროთ და როდესაც შენი კონკურენტი წყვეტს გადასახადების გადახდას და  ეს  ძალიან დიდი ხანი გრძელდება, ეს საკმაოდ არათანაბარ მდგომარეობაში გაყენებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს განცხადება მიმართულია ყველა სუბიექტისადმი და აქ უთანასწორობას ადგილი არ ექნება, ჩვენ, პირიქით, მოხარულები ვართ, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრა დავიწყოთ.

დღეის მდგომარეობით, კონკრეტული წინადადება მზად არ გვაქვს, თუმცა უმოკლეს ვადებში გონივრულ შეთავაზებას წარვადგენთ და ჩავერთვებით ამ სამუშაოში", - განაცხადა ანდრო ლაშხმა.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე

23.აგვისტო.2019 17:40
5

შსს: წლის პირველ ნახევარში ქრთამის აღების შემთხვევები 43%–ით გაიზარდა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 17:40
5

რა პირობით მიიღებენ მცირე სასტუმროები მთავრობისგან სესხის თანადაფინანსებას

ვრცლად
23.აგვისტო.2019 17:32
113

რუსული ავიასანქციით დაზარალებული მცირე/საოჯახო სასტუმროები 1 სექტემბრიდან დაფინანსდებიან

ვრცლად
23.აგვისტო.2019 16:30
111

ლაურა ღაჭავა ნახევარმილიონიანი გირაოს შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:55
131

მარნეულის ქარხანამ ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ლაბორატორიაში გააგზავნა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:40
209

ზაზა ფაჩულიამ "არქის" 13%–იანი წილი შეიძინა

ვრცლად