15.მაისი .2019 11:40

იმ პირთა წრე ფართოვდება, ვინც ტაქსების ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებს

views 421
უკან

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ტაქსების ახალ რეგულაციებში  მძღოლების გარკვეული კატეგორია ვერ მოხვდა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მათ ტაქსის ლიცენზია 10 ოქტომბრამდე აიღეს, სატრანსპორტო საშუალებების შეცვლის გამო ვაუჩერული პროგრამით ვეღარ სარგებლობდნენ.

სწორედ ამიტომ, კალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმის ფარგლებში იმ პირთა წრე იზრდება, ვისაც ვაუჩერული დაფინანსებით სარგებლობა შეუძლია.

„ჩვენ გუშინ ტაქსების საინიციატივო ჯგუფთან შეხვერა გვქონდა და რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ:

1. პირები, რომლებმაც გასული წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით ტაქსის რეგისტრაცია გაიარეს, შეცვალეს სატრანსპორტო საშუალებები, ახალი ნებართვის აღების მიუხედავად შეძლებენ მიმართონ კომპანიას და ღებვის, ფირის გადაკვრის და ქიმწმენდის ვაუჩერები 1 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით აიღონ.

2. 11 ოქტომბრიდან 1-ლი იანვრის ჩათვლით გაცემულ ნებართვის მფლობელებზე დავუშვით შეღავათი. მათ ვაუჩერული პროგრამა საერთოდ არ ეხებოდათ, თუმცა თუ ეს პირები არაუმეტეს 15 წლის სატრანსპორტო საშუალებებს ფლობენ, ისინი ვაუჩერების მიღებას ასევე შეძლებენ.

3. A კატეგორიის მქონე ტაქსებისთვის 14 მისამართზე პარკინგი იქნება დამატებული 34 ადგილი და მათთვის ეს უფასო იქნება. საერთო ჯამში ტაქსების პარკინგისთვის ქალაქში 437 ადგილია გამოყოფილი“-განაცხადა კალაძემ. 

მერის თქმით, დაბეჭდილია შესაბამისი ფლაერები, რომელიც მომდევნო დღეების განმავლობაში ტაქსის მძღოლებს დაურიგდებათ.

კახა კალაძემ ასევე დაანონსა, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში სიახლეები ტაქსის მძღოლების რეფორმასთნ დაკავშირებით ისევ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა