24.დეკემბერი.2015 11:41
მსოფლიო

ილჰამ ალიევი: ნავთობის გაიაფება ვიღაცის ჩანაფიქრია, აზერბაიჯანი უბრალოდ იტანჯება ამ სიტუაციით

ილჰამ ალიევი: ნავთობის გაიაფება ვიღაცის ჩანაფიქრია, აზერბაიჯანი უბრალოდ იტანჯება ამ სიტუაციით
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ამ კვირაში მანათის ახალი დევალვაცია გარდაუვალი იყო, ნავთობის მკვეთრი გაიაფების გამო, რაშიც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა „ვიღაცის ჩანაფიქრი“ დაინახა. ამ კვირის დასაწყისიდან, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ შეწყვიტა მანათის მხარდაჭერა, რამაც 1 დღეში აზერბაიჯანის ეროვნული ვალუტის 48%-იანი დევალვაცია გამოიწვია აშშ დოლარის მიმართ, ამ წლის თებერვალში 33%-იანი გაუფასურების შემდეგ. მარეგულირებელმა, კურსის შესანარჩუყნებლად, აზერბაიჯანის სავალუტო რეზერვების ნახევარზე მეტი დახარჯა. ნავთობი და გაზი აზერბაიჯანის ექსპორტის 95%-ს შეადგენს და საბიუჯეტო შემოსავლების 75%-ს, რაც მას განსაკუთრებით დამოკიდებულს ხდის ამ საქონელზე.

"ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით ამის თავიდან აცილებას, ველოდებოდით ნავთობის ფასის სტაბილიზაციას. როცა ნავთობის ფასი $50-ზე დასტაბილურდა, ჩვენ გარკვეულწილად დავმშვიდდით, რომ დევალვაციის საჭიროება არ იქნებოდა. თუმცა ახლა ნავთობის ფასი $36-მდე დაეცა“, - განაცხადა ალიევმა.

ივლისში, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა მანათის სტაბილიზაციის პირობად ბარელ ნავთობზე $50-იანი ფასი დაასახელა. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ნავთობის ფასის ასეთი მკვეთრი შემცირება ეჭვებს იწვევს.

"შეინიშნება მსოფლიო ეკონომიკის გარკვეული ვარდნა, თუმცა არც ისეთი სიჩქარით, რომ ნავთობის ფასი 3-ჯერ შემცირებულიყო წლის განმავლობაში", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. "მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს მოფიქრებული პოლიტიკაა. ამ პოლიტიკის მიზანი კი არავისთვისაა საიდუმლო. აზერბაიჯანი უბრალოდ იტანჯება ამ სიტუაციით", -განაცხადა ალიევმა მეტი კონკრეტიკის გარეშე. ამ კვირაში Brent-ის ფასი 2004 წლის დონემდე დაეცა, ჭარბი მიწოდების მიზეზით.

25.ივნისი.2019 14:20
244

ვინ იხეირებს რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვით?

ვრცლად
25.ივნისი.2019 11:15
447

‘’როსელხოზნადზორი“ ქართულ ხილსა და ბოსტნეულს აკონტროლებს

ვრცლად
25.ივნისი.2019 10:50
287

ტრამპმა სანქციები ირანის სულიერ ლიდერსაც დაუწესა

ვრცლად
25.ივნისი.2019 00:20
527

Huawei აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს წინააღმდეგ

ვრცლად
25.ივნისი.2019 00:10
558

კალათბურთის ლეგენდას Reebok-ის ყიდვა სურს

ვრცლად
24.ივნისი.2019 21:20
619

ზაზა ფაჩულია NBA-ის ფანებს საქართველოში ეპატიჟება

ვრცლად