მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ikea აშშ-ში ერთადერთ ქარხანას ხურავს და წარმოება ევროპაში გადააქვს

5d36ae115fe54
შოთა ტყეშელაშვილი
23.07.19 11:00
1945
ავეჯის ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანია IKEA-მ აშშ-ში მათი ერთადერთი ქარხნის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიას სრული წარმოება ევროპაში გადააქვს. IKEA-მ ეს გადაწყვეტილება ხარჯების შემცირების მიზნით მიიღო.

“ჩვენ ძალ-ღონე არ დავიშურეთ, რათა ამ ქარხნის კონკურენტუნარიანობა შეგვენარჩუნებინა. თუმცა სამწუხაროდ, ქალაქ დენვილში არსებული მდგომარეობა, ამის შესაძლებლობას არ იძლევა,”- აცხადებს IKEA-ს რეგიონალური დირექტორი ბერტ ედსი.

IKEA-მ მისი ქარხანა აშშ-ში 2008 წელს გახსნა. დღემდე ქარხანაში 300 ადამიანი იყო დასაქმებული და მასში კარადებს, მაგიდებს, სკამებსა და სხვა საოჯახო ავეჯს აწარმოებდნენ.

კომპანიის განცხადებით, ნედლეულის შეძენა უფრო ძვირი ჯდებოდა აშშ-ში, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც მას ძირითადი წარმოება აქვს თავმოყრილი.

შვედური კომპანიის ქარხნები პოლონეთში, რუსეთში და შვედეთსა და კიდევ 6 ქვეყანაში არის განაგებული. კომპანია საწარმოებში 20,000 ადამიანს ასაქმებს.