19.ნოემბერი.2015 11:57
ეკონომიკა

III კვარტალში საქართველოში რძის წარმოება შემცირდა, ხორცის და კვერცხის გაიზარდა

III კვარტალში საქართველოში რძის წარმოება შემცირდა, ხორცის და კვერცხის გაიზარდა
2015 წლის III კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 1 378 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.1 პროცენტით აღემატება.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აქედან ფურის სულადობამ 650 ათასი შეადგინა. ცხვრისა და თხის ჯამური სულადობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 8.4 პროცენტით გაიზარდა და 1 069 ათას სულს მიაღწია. ღორის სულადობა 328 ათასი სული იყო, რაც 23.5 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

2015 წლის III კვარტალის ბოლოსათვის ფრინველის რაოდენობამ 10 630 ათასი ფრთა შეადგინა, რაც 8.9 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 190.6 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 1.0 პროცენტით ნაკლებია; ხორცის წარმოებამ 11.4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2014 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 1.8 პროცენტით აღემატება; ხოლო კვერცხის წარმოებამ 138.8 მილიონი ცალი და წინა წლის მაჩვენებელზე 9.2 პროცენტით მეტი შეადგინა.

25.ივნისი.2019 15:37
6

"სანამ ოკუპაცია გრძელდება, რუსეთის დუმის არცერთი დეპუტატის ადგილი არ არის და არ იქნება საქართველოს პარლამენტში"

ვრცლად
25.ივნისი.2019 15:17
92

თურნავა ლარის კურსზე: არაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ გრძელვადიან გაუფასურებასთან გვაქვს საქმე

ვრცლად
25.ივნისი.2019 15:10
76

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გვერდში ამოვუდგეთ გამოწვევების წინაშე მდგომ ტურისტულ სექტორს"

ვრცლად
25.ივნისი.2019 15:07
47

ნათია თურნავა: ვმუშაობთ ტურიზმში არსებული გამოწვევების განეიტრალების და შერბილების ღონისძიებებზე

ვრცლად
25.ივნისი.2019 15:00
472

აშშ-ს საელჩო უცხოელებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს

ვრცლად
25.ივნისი.2019 14:55
145

ნათია თურნავა ქობულეთში მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელთა აქციის მონაწილეებს შეხვდა

ვრცლად