მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

II კვარტალში მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის, თხის, ღორის და ფრინველის რაოდენობა შემცირებულია

5d5a7ce5ab629
თელარა გელანტია
19.08.19 15:05
796
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%-ით შემცირდა და 965.3 ათასი სული შეადგინა.

როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 453.1 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 5.8%-ით ჩამორჩება.

შემცირებულია ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.9%-ით ერთ მილიონამდე.

ღორების რაოდენობამ კი, 194.7 ათასი სული შეადგინა, რაც 13.4%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე, ხოლო ფრინველის რაოდენობა 4.6%-ით შემცირდა და 10.4 მლნ. ფრთა შეადგინა.