მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იციკ მოშე: ისრაელში ერთ-ერთ ქართულ ავიაკომპანიას წარმომადგენლობას ვუხსნით

5d372f7c80c22
ლიკა გურაბანიძე
24.07.19 10:15
2339

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის თავმჯდომარის იციკ მოშეს განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ დაწესებული ე.წ. ტურისტული ემბარგოს ფონზე ისრაელში ერთ-ერთი ქართული ავიაკომპანიის წარმომადგენლობა იხსნება.

ამის შესახებ მან გადაცემა "საქმის კურსში" ისაუბრა.

„ისრაელში ერთ-ერთ ქართულ ავიაკომპანიას წარმომადგენლობას ვუხსნით. გასულ დღეებში წარმომადგენლობა საქართველოში გავხსენით. ჩვენ ვაპირებთ, რომ ისრაელიდან ტუროპერატორები საქართველოში ჩამოვიყვანოთ. ორი საერთაშორისო კონფერენცია ჩვენ საქართველოში გადმოვიტანეთ და მომავალ წელს ვაპირებთ, რომ ერთი ბიზნესფორუმი, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიას მიეძღვნება, ისრაელში ჩავატაროთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში ტურიზმი გაძლიერდეს", - განაცხადა მოშემ.

მისივე განმარტებით, თუ საქართველოში ებრაელი ტურისტების 28%-იანი ზრდა შენარჩუნდება, წლის ბოლომდე ეს საქართველოს ეკონომიკისთვის 200 მლნ დოლარის შემოსავალს დააგენერირებს.

„რაც შეეხება ებრაული მემკვიდრეობის მარშრუტს, ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ კულტურის სამინისტროსთან და ევროსაბჭოსთან ერთად და ჩვენ გვჯერა, რომ მომავალ წელს ამ მიმართულებით ჩამოვლენ ტურისტები. თუ ჩვენ ტურიზმის ზრდის 28%-იან ზრდას შევინარჩუნებთ წლის ბოლომდე 200 ათას ტურისტს მივაღწევთ და თქვენ ალბათ იცით, რომ 200 ათასი ტურისტი ეს 200 მლნ დოლარის შემოსავალია საქართველოს ეკონომიკაში და ჩვენ ყოველწლიურად შეგვიძლია, რომ ისრაელიდან საქართველოში ტურისტების მაჩვენებლის ზრდა უზრუნველვყოთ“, - აღნიშნა იციკ მოშემ.