28.მარტი .2016 13:58

IBRD-მა საქართველოს 80 მილიონი დოლარი გამოუყო

views 1425
უკან

საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა ორ ხელშეკრულებას.
 
"ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის" ფარგლებში მსოფლიო ბანკი ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის დასაფინანსებლად 40 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოყოფს, ასევე 40 მლნ აშშ დოლარი გამოიყოფა „შიდა სახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტისთვის".

დოკუმენტებს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა