04.მაისი.2016 16:02
ბიზნესი

იაპონური კომპანია Tokyo Rope საქართველოში ქარხნის გახსნის შესაძლებლობას განიხილავს

იაპონური კომპანია Tokyo Rope საქართველოში ქარხნის გახსნის შესაძლებლობას განიხილავს
იაპონიის ერთ-ერთი უმსხვილესი, ფოლადის ბაგირებისა და მეტალის კონსტრუქციების მწარმოებელი კომპანია Tokyo Rope საქართველოში ქარხნის გახსნის შესაძლებლობას განიხილავს, - ამის შესახებ კომპანიის თავმჯდომარემ შიგეტო ტანაკამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.
 
კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობის ინფრასტრუქტურული ობიექტების განვითარების გეგმას ეცნობიან.

"ჩვენი კომპანია უკვე 130 წლისაა, ერთ-ერთი უძველესია იაპონიაში და ცნობილია მთელს მსოფლიოში ფოლადის ბაგირების წარმოებით. საქართველოში ჩვენ ჩამოვედით ინფრასტრუქტურული ობიექტების განვითარების პროგრამის შესასწავლად, რაც ეხება გზების მშენებლობას და ა.შ. საქართველო მთიანი ქვეყანაა, ჩვენ აქ დიდ პოტენციალს ვხედავთ და განვიხილავთ ჩვენი ერთ-ერთი ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობას საქართველოში, იმდენად, რამდენადაც წარმოება გვაქვს მსოფლიოს მასშტაბით“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ Tokyo Rope-ის თავმჯდომარე შიგეტო ტანაკამ.

Tokyo Rope მსოფლიოში ცნობილია მეტალის კონსტრუქციების, ქვების დამჭერი ბადეების, აწარმოებს, დაკიდული ხიდებისთვის განკუთვნილი ფოლადის ბაგირების წარმოებით.

18.მარტი.2019 12:26
1523

"ჯიგრები" - რა მომსახურებას სთავაზობს ქართული სტარტაპი მომხმარებელს

ვრცლად
07.მარტი.2019 13:30
333

საწარმოებს გარემოზე ზემოქმედებისთვის ფინანსური ვალდებულება დაეკისრებათ

ვრცლად
06.მარტი.2019 17:20
994

აშშ-ში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინის დეგუსტაცია გაიმართება

ვრცლად
06.მარტი.2019 12:24
327

იანვარ-თებერვალში ღვინის ექსპორტი 13%-ით გაიზარდა

ვრცლად
06.მარტი.2019 10:25
637

თამაზ დაუშვილი: ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალია

ვრცლად
02.მარტი.2019 13:20
396

რომელ პროექტებზე იქნება დაშვებული კ2 კოეფიციენტის მატება?

ვრცლად