08.თებერვალი .2016 14:22

იანვარში, ქართული ღვინის ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა

views 1130
უკან

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვრის თვეში საქართველოდან მსოფლიოს 19 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1 521 802 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 13%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. სულ ექსპორტირებულია 3,62 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო.
 
ამავე პერიოდში მსოფლიოს 6 ქვეყანაში ექსპორტირებულია 562 930 ბოთლი ბრენდი, რაც 104%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის ბრენდის ექსპორტს. ექსპორტირებულია 1,51 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

რუსეთი - 960 462 ბოთლი

უკრაინა - 199 722

პოლონეთი - 114 276

ჩინეთი - 45 160

ლიტვა - 44 850 ბოთლი

ექსპორტის მატების კუთხით, აღსანიშნავია რუსეთი - 162%, პოლონეთი 22% და ლიტვა - 34%.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა იანვარში 6,6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა