15.თებერვალი .2016 13:21

იანვარში ფულადი გზავნილები 8,9 მილიონი დოლარით შემცირდა

views 1091
უკან

2016 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 66.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 162.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 11.8 პროცენტით (8.9 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2015 წლის იანვარის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
 
ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 88.1 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 88.8 პროცენტი მოდიოდა. 8,6 მილიონი დოლარის გადმორიცხვა მოხდა იანვარში იტალიიდან, ქვეყნის წილი მთლიან მოცულობაში, 12,9 პროცენტია. 7,9 მილიონის გადმორიცხვა მოხდა საბერძნეთიდან. 19,8 მილიონი დოლარი შეადგინა რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა, რუსეთის წილი მთლიან მოცულობაში, 29,8 პროცენტია. 7,5 მილიონის ფულადი გზავნილი შემოვიდა ამერიკიდან.

2016 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 11.9 მლნ აშშ დოლარი (29.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 12.5 მლნ აშშ დოლარისა (24.3 მლნ ლარისა) გასული წლის იანვარში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა