21.მარტი .2016 12:10

იანვარ-თებერვალში თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი თითქმის განახევრდა

views 1331
უკან

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები ირლანდია, თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი იყო. აღნიშნულ პერიოდში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 57 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 20 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული ჯგუფის პროდუქციის ექსპორტი თითქმის გაორმაგდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ის 29 მილიონ დოლარს შეადგენდა და მთლიან მოცულობაში მისი წილი 9,2 პროცენტი იყო.
 
მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 23 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 8 პროცენტს უდრიდა.

მესამე ადგილზე თხილის და სხვა კაკალის ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 21 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7 პროცენტი შეადგინა. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში თხილისა და სხვა კაკლის ჯგუფის ექსპორტი 40 მილიონ დოლარს შეადგენდა, მისი წილი კი მთლიან მოცულობაში, 12,5 პროცენტი იყო.

მცირედით გაიზარდა საქართველოდან ღვინის ექსპორტი. მან საანგარიშო პერიოდში, 12 მილიონი დოლარი და მთლიანი ექსპორტის 4,5 პროცენტი შეადგინა. გასულ წელს ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი 10 მილიონი და მთლიანი მოცლობის 3,1 პროცენტი იყო.

შემცირდა მინერალური წყელბის ექსპორტი და მან 12 მილიონი დოლარი და მთლიანი ექსპორტის 4,3 პროცენტი დაიკავა, გასული წლის 4,6 პროცენტის ნაცვლად. გასული წლის იანვარ-თებერვალში მინერალური წყლების ექსპორტი 14 მილიონი დოლარი იყო.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-თებერვალში სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 235 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 21 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის აირების და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი 88 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 63 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი).

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა