მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იან კელი: საქართველო ენერგიის ერთ წყაროზე დამოკიდებული არ უნდა გახდეს

569c840e89e19
BM.GE
18.01.16 10:18
1320
"ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა გამჭირვალე იყოს ენერგეტიკული პოლიტიკის მიმართ", - აღნიშნულის შესახებ, საქართველოში ამერიკის ელჩმა, იან კელიმ "გაზპრომთან" მოლაპარაკებების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა. ელჩის თქმით, საქართველო ენერგიის ერთ წყაროზე დამოკიდებული არ უნდა გახდეს.
 
"ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა გამჭირვალე იყოს ენერგეტიკული პოლიტიკის მიმართ. ისინი ჩვენთან საკმაოდ გახსნილები იყვნენ, ჩვენ მათ გავუზიარეთ ჩვენი შეშფოთება, რომ საქართველო არ უნდა გახდეს ზედმეტად დამოკიდებული ენერგიის ერთ წყაროზე და რომ წყაროების დივერსიფიკაცია საჭიროა. ჩვენ კმაყოფილები ვართ მათი ქმედებით და განმარტებებით. საქართველოს ენერგიის მოკლევადიანი მოთხოვნა აქვს, გონივრულია ყველა ენერგეტიკულ წყაროებთან საუბარი. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციით, თუმცა საქართველოს ესმის ეს გამოწვევები", - განაცხადა ელჩმა.