მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაგო ბიტარიშვილი: ჩვენი ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ გვინდა თავისუფლებაც და რუსეთის ბაზარიც

5d0f768acb786
BM.GE
23.06.19 16:52
2825
მეღვინე იაგო ბითარიშვილი ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვასთან და ე.წ. ტურისტულ ემბარგოსთან დაკავშირებით.

“მე ვფიქრობ ყველაფერი მარტივადაა უფროსწორად გასაგებად.

ფრენებს აკრძალავენ თუ ღვინოზე ემბარგოს დააწესებენ, დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული.

ჩვენი ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ გვინდა თავისუფლებაც და რუსეთის ბაზარიც. ეს ორი რამ დღევანდელი მოცემულობით არის შეუთავსებელი. ვერ იქნება, სამწუხაროდ, ასე და გვინდა თუ არა მოგვიწევს არჩევანის გაკეთება. ასე იყო ზვიადის, ედიკას, მიშას და ახლა უკვე ბიძინას დროსაც. თუ არ გჯერათ გადახედეთ მაგალითად ბელორუსიას არა მგონია ჩვენზე ცუდად იქცეოდეს, მაგრამ პერიოდულად რუსეთი ასევე უწესებს ემბარგოს სხვადასხვა პროდუქტზე. ახლაც რა დავაშავეთ?! რამდენი წელია ჩვენი ყველას ძალისხმევით ერთი ღერი თმა არ ჩამოსცვენია არცერთ რუს ტურისტს, რამდენი რამეც აგვიტანია და გაგვიტარებია ბოლო პერიოდში რომ არ გაგვემწვავებინა, ახლაც ერთმანეთს უფრო ვაგინეთ ერთმანეთს ვესროლეთ, მაგრამ შედეგი მაინც იგივე მივიღეთ.

დღეს ყველანი რომ შევთანხმდეთ, რომ გვირჩევნია ბაზარი, ვიდრე თავისუფლება ხომ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მომავალი თაობა ჩვენი შვილები მაინც იბრძოლებენ თავისუფლებისთვის და შესაბამისად, მათი გადასალახი იქნება ის სირთულეები, რაც ახლა ჩვენ გვაქვს?!

და ბოლოს, დღეს აგრარულ უნივესრიტეტის სტუდენტების ღვინის დეგუსტაციაზე ვიყავი. ნახეთ რა ნათელი სახეებია მათი თავისუფლება ეტიკეტებშიც კი ჩანს და არც ჩემსავით სიბერეში ისწავლიან ორ ღერ ინგლისურს, იმისათვის, რომ თავი და ღვინო გაიტანოს გარეთ.

თავისუფლების გარეშე არ იქნება არასდროს, არც მშვიდობა და არც კეთილდღეობა”,- წერს იაგო ბიტარიშვილი.