15.აპრილი.2019 10:37
ეკონომიკა

"I კვარტალში რეკომენდაციების 80%-ში ბიზნესომბუდსმენის პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა"

"I კვარტალში რეკომენდაციების 80%-ში ბიზნესომბუდსმენის პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა"
ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა.

მეწარმეების მომართვის საფუძველზე 2019 წლის I კვარტალში ბიზნესომბუდსმენის აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასაჭერად 29 შუადგომლობა, 17 რეკომენდაცია და 11 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა.

„2019 წლის I კვარტალში 57 რეკომენდაცია გავაგზავნეთ და 80%-ში ჩვენი პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მათ შორისაა ნედლი ნავთობის შენახვაზე დანაკარგის ნორმის განსაზღვრასთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენის სამართლებრივი დასკვნა, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ სრულად იქნა გაითვალისწინებული და შედეგად, „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ნედლი ნავთობის შენახვაზე ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრულ ნორმად დაწესდა 0.077 (დანაკარგი წონიდან %-ში)“, - განაცხადა ირალი ლექვინაძემ.

ბიზნეოსმბუდსმენის აპარტის გაგზავნილ რეკომენდაციებს შორისაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების მიმართ ჯარიმების დაკისრებისა და აღსრულების წესის ცვლილების შესახებ ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციები, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული.

„გაგზავნილი რეკომენდაციების შედეგად 3 თვის ვადით გამოცხადდა მორატორიუმი სამედიცინო დაწესებულებებისთვის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში დაკისრებული საჯარიმო სანქციების დაკავების გზით აღსრულებაზე, განხორციელდა კლინიკებისთვის არსებული დავალიანების მნიშვნელოვანი ნაწილის ამნისტირება. ამნისტიის შესრულების შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემუშავდა დარჩენილი თანხის გადახდის/ადმინისტრირების მოქნილი მექანიზმი და თანხის დაკავების პროპორციები 20% და 50%, მნიშვნელოვნად - 5% და 10%-მდე შემცირდა. ამასთან, თანხა რომელზეც გაფორმდება გრაფიკი, არ ჩაითვლება აღიარებულ დავალიანებად და კლინიკებს რჩებათ დავის დაწყების/გაგრძელების პერსპექტივა“, - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

ბიზნესომბუდსმენის აპრატში მიმართვიანობის 40% წარმოებასა და საცალო და საბითუმო ვაჭრობების სფეროებში დასაქმებული კომპანიების მხრიდან ფიქსირდება. აპარატში შესული განცხადებების უმრავლესობა თბილისიდანაა - 50 განცხადება, შემდეგ მოდის აჭარა - 14 განცხადებით.
ავტორი: თელარა გელანტია

24.ივნისი.2019 23:40
627

აშშ საქართველოსთვის $62 მილიონიან საგრანტო პროგრამას $90 მლნ-მდე ზრდის

ვრცლად
24.ივნისი.2019 23:27
188

პრემიერი „როსპოტრებნადზორის“ განცხადებას აფასებს: ამას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს

ვრცლად
24.ივნისი.2019 22:45
112

"ბიზნესის დიდი ნაწილის თხოვნაა, სხვა ტურისტულ ბაზრებთან ერთად, შევეცადოთ და შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი"

ვრცლად
24.ივნისი.2019 22:43
171

ნათია თურნავა: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტურისტული ბაზარი არის უსაფრთხო

ვრცლად
24.ივნისი.2019 22:37
143

პრემიერი „ტურისტულ ემბარგოზე“: ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ხმა, მათი რეკომენდაციები

ვრცლად
24.ივნისი.2019 22:28
47

Fuckup Nights Tbilisi vol. 14

ვრცლად