მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰუმანური განვითარების ინდექსით საქართველო 188 ქვეყანას შორის 76-ე ადგილზეა

56712d117dcec
BM.GE
16.12.15 13:19
1293
ჰუმანური განვითარების ინდექსით საქართველო 188 ქვეყანას შორის 76-ე ადგილზეა. რეიტინგი ქვეყნებს სამი ძირითადი კრიტერიუმით აფასებს: ჯანსაღი ცხოვრების წესი, განათლებაზე ხელმისაწვდომლოვა და ცხოვრების დონე.
 
რეიტინგში პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს. საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, სადაც ჰუმანური განვითარება მაღალია. რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს უსწრებს რუსეთის ფედერაცია, რომელიც 50-ე ადგილს იკავებს. საქართველოს 2 საფეხურით ჩამორჩება აზერბაიჯანი, რომელიც 78-ე ადგილზეა. 85-ე ადგილს იკავებს სომხეთი, ხოლო თურქეთი რეიტინგში 72-ე ადგილზეა.

საქართველოს ჰუმანური განვითარების იდექსი 0.754-ია. აღსანიშნავია, რომ 2013 წელთან შედარებით, 2014 წელს საქართველოს პოზიცია უცვლელი დარჩა.