მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილჰამ ალიევის ვიზიტი - მთავარი გზავნილები

BM.GE
24.10.22 18:24
321
დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰალმ ალიევი საქართველოში. რეგიონულ უსაფრთხოების მნიშვნელობა, ენერგოპოლიტიკა და ორმხრივი თანამშრომლობის პროექტები იყო ის ძირითადი თემები, რაზეც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე გაამახვილა ყურადღება. ილჰამ ალიევმა ამ მხრივ ისაუბრა ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის მარშრუტის კიდევ უფრო დატვირთვაზე და ამ კუთხით დამატებითი ინვესტიციების ჩადება დაანონსა. ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე სამომავლო ენერგეტიკულ პოლიტიკას, იმ გეგმებს, რომლებიც აზერბაიჯანს აქვს და ამ კუთხით საქართველოს როლს - კერძოდ, საუბარია ბაქო თბილისი ჯეიჰანის მილსადენის მეტად დატვირთვაზე. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ალიევმა დღეს ისაუბრა, აზერბაიჯანის მიერ ელექტროენრეგიის ექსპორტის მიმართულებით არსებულ გეგმებს და საქართველოს როლს შეეხებოდა - „რა თქმა უნდა, ჩვენი მარშრუტი საქართველოზე აუცილებლად გაივლის“, - თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. 

თავის მხრივ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მზაობა გამოხატა, როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილი პროექტების რეალიზაციის მიზნით მაქსიმალურად გააქტიირდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა. 

სტუმარი: გია არაბიძე - ენერგეტიკოსი;