30.აგვისტო .2019 00:05

Huawei-ს ახალი სმარტფონი შესაძლოა არალიცენზირებული Android სისტემით გამოუშვან

views 750
უკან

Reuters-ის ინფორმაციით, Huawei ახალი სმარტფონი Mate 30-ი შესაძლოა პირველი სმარტფონი იყოს, რომელსაც არც ლიცენზირებული Android სისტემა და არც Google-ს აპლიკაციები არ ექნება. სააგენტო წერს, რომ პოპულარული საოპერაციო სისტემების ჩამნაცვლებლად კომპანიამ შესაძლოა Android-ის ღია კოდი გამოიყენოს.

"Huawei Technologies ევროპაში მაღალი ხარისხის სმარტფონების წარდგენას გეგმავს იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომპანია მომხმარებელს Google Android-ის და ფართოდ გამოყენებადი აპლიკაციებიების, ისეთის მაგალითად როგორიც არის Google Maps-ის შეთავაზებას ვერ შეძლებს. "- წერს Reuters.

კომპანია ახალ ხაზს, Mate 30-ს, საზოგადოებას 18 სექტემბერს მიუნხენში წარუდგენს. ამასთანავე არ არის ჯერ ცნობილი ახალი მოდელი გაყიდვაში როდიდან ჩაეშვება.

Mate 30 5G ინტერნეტ ქსელზე სამუშაოდ იქნება განკუთვნილი და ის პირველი მსხვილი შეთავაზება იქნება ბაზრისთვის მას შემდეგ რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინური კომპანია "შავ სიაში" შეიყვანა.

Reuters-თან საუბარში Google-ს მედიასთან ურთიერთობის სამსახურში დაადასტურეს, რომ ტრამპის გადაწყვეტილების გამო Huawei მათ ლიცენზირებულ პროგრამებს ვერ გამოიყენებს.

თემაზე აშშ-ს ვაჭრობის მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია.