25.ივნისი.2019 00:20
მსოფლიო

Huawei აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს წინააღმდეგ

Huawei აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს წინააღმდეგ


ჩინური ტექნო გიგანტი Huawei ამერიკული სანქციების გამო რთულ ვითარებაშია და ლაბირინთიდან გამოსასვლელად ყველანაირ გზას მიმართავს.


კომპანიამ აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს წინააღმდეგ ვაშინგტონში სარჩელი შეიტანა. როგორც  დასავლური მედია იუწყება, Huawei სატესტო ლაბორატორიის ჩინეთში წაღებას ითხოვს.

საქმე ეხება ალიასკაზე ცოტა ხნის წინ, კონცერნის მიერ შტატებში ამოქმედებულ ლაბორატორიას, რომელიც ახლა მთავრობის გადაწყვეტილებით დაყადაღებულია.

ჩინური კომპანია ითხოვს, რომ ამერიკულმა მხარემ დაყადაღებული პროდუქცია უკან დაუბრუნოს და ისინი მას სახალხო რესპუბლიკაში წაიღებენ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მთავრობამ Huawei "შავ სიაში" მაისში შეიყავანა. როგორც ვაშინგტონში ვარაუდობენ, ტექნოლოგიური კონცერნი შპიონაჟურ საქმიანობას ეწევა. თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, ამერიკულ კომპანიებს ჩინურ ფირმასთან ყველანაირი ბიზნეს ურთიერთობა აეკრძალათ.

ავტორი: მიხეილ ხაჩიძე

19.ივლისი.2019 23:10
395

Inditex-ის ამბიციური სტრატეგია

ვრცლად
19.ივლისი.2019 19:50
425

მიკროჩიპების მწარმოებელი Qualcomm 242 მილიონი ევროთი დააჯარიმეს

ვრცლად
19.ივლისი.2019 18:35
377

BMW-ს ახალი შეფი ოლივერ ციპსე გახდება

ვრცლად
19.ივლისი.2019 16:05
277

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პროგრამას შესაძლოა, მედიკამენტები დაემატოს

ვრცლად
19.ივლისი.2019 15:17
1001

მორიგი მწვავე ინციდენტი აშშ-სა და ირანს შორის

ვრცლად
19.ივლისი.2019 09:00
245

ADB: აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია

ვრცლად