16.თებერვალი.2016 11:07
მსოფლიო

HSBC-ი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფის შემთხვევაში, ათასამდე ბანკს პარიზში გადაიტანს

HSBC-ი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფის შემთხვევაში, ათასამდე ბანკს პარიზში გადაიტანს
საბანკო სისტემა HSBC-ი, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფის შემთხვევაში, დაახლოებით ათას საინვესტიციო ბანკს პარიზში გადაიტანს, - ამის შესახებ Bloomberg-ს საბანკო ჯგუფის დირექტორმა სტიუარტ გულივერმა განუცხადა. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფამ, შესაძლოა გავლენა საბანკო საინვესტიციო მომსახურების განყოფილებაზე იქონიოს, - აღნიშნა მან. განყოფილების თანამშრომლები როგორც საერთაშორისო საბანკო მომსახურებიდან, ასევე სავაჭრო მიმართულებებიდან პარიზში გადაინაცვლებენ, - განაცხადა გულივერმა.
 
"დიდი ბრიტანეთის ეკონომიკურ ინტერესებშია რეფორმრიებულ ევროკავშირში დარჩენა და ეს ოფიციალურად აღიარებული პოზიციაა ბანკის მხრიდან", - განაცხადა საბანკო ჯგუფის ხელმძღავნელმა.

Deutsche Bank-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ბრიტანული კომპანიების აქციებმა შესაძლოა 15%-იანი ვარდნა განიცადონ, მას შემდეგ რაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობიდან გამოყოფას გადაწყვეტს. ამავე დროს კომპანიების ნაწილისთვის, რომლებიც შიდა ბაზარზე არიან ორიენტირებული შესაძლოა ზარალმა 26%-იც შეადგინოს.

"ეს დამოკიდებულია იმაზე, რა პირობებით იქნება ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლა შეთანხმებული", - განაცხადა გულივერმა.  ადრე საბანკო ჯგუფმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არ გეგმავს ლონდონში მდებარე ოფისი დათმოს. ამას გარდა, საბანკო ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ 2017 წელს HSBC-ის გენერალური დირექტორის და დირექტორთა საბჭოს შემადგენლობის ცვლილებაც განიხილება.

17.ივლისი.2019 17:04
89

მედიაში გავრცელებული ბრალდებების გამო საფრანგეთის გარემოს დაცვის მინისტრი გადადგა

ვრცლად
17.ივლისი.2019 15:48
124

ევროკომისიის პრეზიდენტად ისტორიაში პირველად ქალი აირჩიეს

ვრცლად
16.ივლისი.2019 23:50
265

გერმანიას ექთნები კოსოვოდან მიჰყავს

ვრცლად
16.ივლისი.2019 23:00
450

Nike-ს ბოტასები სოტბის აუქციონზე 160 000 დოლარად გაიყიდება

ვრცლად
16.ივლისი.2019 20:45
377

კრისტინ ლაგარდი IMF-ს 12 სექტემბერს დატოვებს

ვრცლად
16.ივლისი.2019 19:05
324

იტალიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

ვრცლად