13.აგვისტო .2019 13:00

ჰონგ-კონგის აეროპორტმა მუშაობა განაახლა

views 122
უკან

1-დღიანი შეფერხების შემდეგ, ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა.  მეგაპოლისში ტერმინალმა მუშაობა საპროტესტო აქციებისა და შეტაკებების გამო, გუშინ შეაჩერა. შედეგად 300-ზე მეტი რეისი გადაიდო და გაუქმდა. ათობით ადამიანს ღამის გათევა აეროპორტში მოუხდა.

ამ დროისათვის კი, როგორც ადგილობრივი გამოცემები იუწყებიან, აეროპორტის მუშაობა სრულიად აღდგენილია და ყველა რეისი, რომელიც გუშინ გაუქმდა და გადაიდო, ეტაპობრივად ხორციელდება.


შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგში მასშტაბური საპროტესტო აქციები უკვე მესამე თვეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ექსტრადაციის შესახებ კანონს აპროტესტებდნენ; ახლა მათ მოთხოვნებს ჰონგ-კონგის ლიდერის გადადგომაც დაემატა.