20.აპრილი .2016 13:53

Headwall Power International-ი საქართველოში ენერგოპროექტების განხორციელების პერსპექტივას სწავლობს

views 1970
უკან

კომპანია Headwall Power International-ი სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში ენერგოპროექტების განხორციელების პერსპექტივას სწავლობს. ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა ბრედფორდ მეიკლიმ, მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის მშენებლობის დასაწყებად ენერგეტიკის სამინისტროსთან, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელებისთვის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განაცხადა.
 
"მჯერა, რომ გარდაბანი არის უნიკალური ადგილი პროექტის განსახორციელებლად, თუმცა ჩვენ ვსწავლობთ სხვა ადგილებსაც. ძირითადად სამხრეთ და დასავლეთ საქართველოს გარკვეულ ტერიტორიებს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში შეგვეძლება კიდევ განვახორციელოთ მსგავსი პროექტები საქართველოში", - განაცხადა ბრედფორდ მეიკლიმ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია Headwall Power International-ი გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალს 12 თვის განმავლობაში შეისწავლის. პროექტის თანახმად, სადგურის სიმძლავრე 50 მეგავატი იქნება. მზის ელექტროსადგურის ასაშენებლად 120 მილიონი დოლარი დაიხარჯება.