08.მარტი .2016 15:12

ჰაკერებმა Apple-ის კომპიუტერების დავირუსება შეძლეს

views 1217
უკან

ჰაკერებმა Apple-ის კომპიუტერების დავირუსება შეძლეს. ვირუსი, რომელმაც ამერიკული ბრენდის კომპიუტერებში შეაღწია, KeRanger-ის სახელით არის ცნობილი და მისი მოწყობილობაში შეღწევა მონაცემების წაშლას იწვევს და იმისთვსი რომ პროცესი არ წარიმართოს მომხმარებელს გამოსასყიდს სთხოვს.

Reuters-ის ინფორმაციით, გამოსასყიდის გადახდის შემთხვევაში, ჰაკერები მომხმარებელს მონაცემების აღდგენის საშუალებას აძლევენ. ექსპერტების შეფასებით, ამგვარი ვირუსებისთვის, რომლითაც ძირითადად Windows-სა და Microsoft-ის საოპერაციო სისტემები ზიანდება, გამოსასყიდი რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს აღწევს. ამერიკულ კომპანია Apple-ში აცხადებენ, რომ მათ უკვე შეიმუშავეს პროგრამა რომელიც პროგრამის დაცვას უზრუნველყოფს.