11.აპრილი.2016 16:38
საზოგადოება

ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი თბილისის ქუჩების მიხედვით

ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი თბილისის ქუჩების მიხედვით
უკანასკნელი წლების განმავლობაში თბილისის ატმოსფერულ ჰაერში გაიზარდა გოგირდის დიოქსიდის, მტვრის და ოზონის საშუალო წლიური კონცენტრაცია, აგრეთვე უმნიშვნელოდ გაიზარდა ნახშირჟანგის კონცენტრაცია, აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია კი უმნიშვნელოდ შემცირდა.
 
გარემოს ეროვნული სააგენტოს კვლევის მიხედვით, სამი სტაციონარული სადგურის მონაცემებით, 2015 წელს თბილისის ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის საშუალო მნიშვნელობა ნორმის ფარგლებში იყო, ხოლო ნახშირჟანგის - უმნიშვნელოდ აღემატებოდა ნორმას. მტვრის, ოზონის, აზოტისა და გოგირდის დიოქსიდებისა საშუალო წლიური მონაცემები აღემატებოდნენ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს.

ავტომატური სადგურის მონაცემებით კი ყველა განსაზღვრული ინგრედიენტის საშუალო წლიური კონცენტრაცია ნორმის ფარგლებში იყო, გამონაკლისს წარმოადგენდა ოზონი, რომლის საშუალო წლიური კონცენტრაცია უმნიშვნელოდ აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ მნიშვნელობას.

2015 წელს დედაქალაქში გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ პირველად განხორციელდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების ინდიკატორული გაზომვები.

პირველ ეტაპზე 35 წერტილში ჩატარდა ინდიკატორული გაზომვა. ყველა წერტილში გოგირდის დიოქსიდის, ოზონის და ბენზოლის დაბალი ინდექსები, ხოლო აზოტის დიოქსიდის საშუალო ინდექსი დაფიქსირდა.

მეორე ეტაპზე თბილისში ჩატარდა 35 ინდიკატორული გაზომვა. ჩატარებული გაზომვებისას ყველა წერტილში დაფიქსირდა გოგირდის დიოქსიდის და ოზონის დაბალი ინდექსები. აზოტის დიოქსიდის ინდექსები იყო როგორც დაბალი, ასევე საშუალო. კერძოდ, აზოტის დიოქსიდის საშუალო ინდექსები დაფიქსირდა ექვს წერტილში. ბენზოლის ინდექსი ყველგან იყო დაბალი, გარდა ერთი წერტილისა, სადაც დაფიქსირდა საშუალო ინდექსი.

ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი, მეტროსადგურ ისანთან, პირველ სკოლასთან, რუსთაველის გამზირზე, მზიურის პარკის ცენტრალურ შესასვლელთან, მელიქიშვილზე ფიქსირდება.

საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება ტოვსტონოგოვის ქუჩაზე, ნუცუბიძეზე, ლუბლიანას ქუჩაზე, ასევე ორთაჭალის ქუჩაზე და ვაჟა-ფშაველაზე.






22.ივლისი.2019 10:25
192

სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ვრცლად
22.ივლისი.2019 10:24
42

ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ ნაძალადევის რაიონში გაიმართა

ვრცლად
22.ივლისი.2019 10:12
115

მორიგებით დასრულებული 7 ათასამდე საქმე - 2019 წლის 6 თვის სტატისტიკა

ვრცლად
21.ივლისი.2019 22:00
119

აჭარაბეთის სპორტის სახე რივალდო თბილისშია

ვრცლად
21.ივლისი.2019 15:18
519

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების ცნობით, მათ მოთხოვნებზე ქიბარ ხალვაშისგან უარი მიიღეს

ვრცლად
21.ივლისი.2019 15:06
532

16 წლის მუშის გარდაცვალების საქმეზე სამშენებლო კომპანიის დირექტორს პატიმრობა შეეფარდა

ვრცლად