მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gwp ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს იწყებს

5d36d7b603cd8
BM.GE
23.07.19 13:46
561
gwp-მ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა. განახლებულ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყო. პროექტში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 3 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

კომპანია დღეიდან, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ახალი მაგისტრალური ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, ეტაპობრივ გადაერთებით სამუშაოებს იწყებს.

პირველ ეტაპზე გადაერთებითი სამუშაოები გლდანის მე-7 და მე-8 მიკრორაიონებში ჩატარდება. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოებს ღამის საათებში განახორციელებენ.

ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით 23 და 25 ივლისს საღამოს 21:00 სთ-დან მომდევნო დღის დილის 09:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის VII მიკრორაიონის ნაწილს:
N1-9 კორპუსებს და მე-19ა კორპუსს.

ხოლო, 24 და 26 ივლისს საღამოს 21:00 სთ-დან მომდევნო დღის დილის 09:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის VIII მიკრორაიონის ნაწილს:
N1-11 და N23-33 კორპუსებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge