მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GWP საოჯახო სასტუმროების მფლობელებს მრიცხველებს უფასოდ დაუმონტაჟებს

5d0b5e35602f9
ლიკა გურაბანიძე
20.06.19 14:20
1284
კომპანია GWP საოჯახო სასტუმროს მფლობელებს მრიცხველებს უფასოდ დაუმონტაჟებს.

GWP-ის მომხმარებლებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნინო სანადირაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს მოუნდა გამიჯნოს საკუთარი და ტურისტის ხარჯი, მას შეუძლია GWP-ის მიმართოს და ცალკე მრიცხველის დაყენება მოითხოვოს.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, სემეკ-ის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 1 იანვრიდან საოჯახო სასტუმროები წყლის ტარიფს ახალი მოდელით გადაიხდიან.

ახალი ტარიფის მოდელი ასეთია: საოჯახო სასტუმროებს 25 კუბურ მეტრამდე მოხმარებული წყლისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხებათ, მის ზემოთ კი - არასაყოფაცხოვრებო და სწორედ მათი ჯამი იქნება წყლის გადასახადი აღნიშნული სექტორისთვის.

გარდა ამისა, მარეგულირებელი კომისია საოჯახო სასტუმროებს შესაძლებლობას აძლევს, რომ თუ ეს ტექნიკურად მოხერხდა, სასტუმროს იმ ნაწილში, რომელიც კომერციული მიზნებისთვის გამოიყენება, ერთი მრიცხველი დააყენონ, იქ კი, სადაც წყლის საყოფაცხოვრებო მოხმარებაა - მეორე მრიცხველი.

„სასმელი წყლის მომხმარებელს ექნება იმის უფლება, რომ ამ ორი მრიცხველის შესაბამისად, ერთის დახმარებით თავისი ხარჯი დაითვალოს, როგორც სამომხმარებლო ხარჯი, ხოლო მეორე, რომელსაც ტურისტები მოიხმარენ უკვე დაითვალოს როგორც არასამომხმარებლო ტარიფი“, - განაცხადა ნინო სანადირაძემ.