მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GWP: ორგანიზაციები, რომლებიც სასმელ წყალს უკანონოდ მოიხმარენ დაჯარიმდებიან

565ecec2f0110
BM.GE
02.12.15 14:54
1539
წყლის დატაცების შემთხვევების გამოსავლენად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მუშაობას ააქტიურებს, რაც მონიტორინგის გამკაცრებას, დარღვევების ოპერატიულად გამოვლენას და აღმოფხვრას ითვალისწინებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დარღვევის მქონე ყველა ობიექტის მეპატრონე კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდება, ხოლო სასმელი წყლის დიდი ოდენობით დატაცების ფაქტებზე ინფორმაციას კომპანია საზოგადოებას გამოვლენისთანავე მიაწვდის.
 
""ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად გამოავლინოს დატაცების შემთხვევები, რადგან წყლის უკანონო მოხმარება სერიოზულ მატერიალურ ზარალს აყენებს კომპანიას და ზრდის მის კომერციულ დანაკარგებს. ამავდროულად, კომპანია კომერციული აბონენტების ინტერესებსაც ითვალისწინებს და თანამშრომლობას სთავაზობს ყველა იმ ობიექტის მეპატრონეს, რომელიც სასმელ წყალს აქამდე უკანონოდ მოიხმარს. აღიარების შემთხვევაში, ისინი ჯარიმისგან გათავისუფლდებიან. თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, კომერციული ობიექტების მეპატრონეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ GWP-ის ცხელ ხაზს - 293 11 11 ან მიმართონ კომპანიის სათავო ოფისს (მისამართი: მ. კოსტავას I შესახვევი, 33, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ). „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან ანონიმურობა სრულად იქნება დაცული.
ბოლო პერიოდში, თბილისში, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და დატაცების შემთხვევების მატება შეინიშნება. ასევე, გახშირდა მრიცხველის განზრახ დაზიანების ფაქტებიც. ასეთი დარღვევები უფრო მეტად სხვადასხვა პროფილის კომერციულ ობიექტებსა და საწარმოებში ვლინდება", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.