07.აპრილი.2016 22:22
ბიზნესი

ღვინის შეძენა სახლიდან გაუსვლელად - საქართველოში ღვინის პირველი ონლაინ მაღაზია გამოჩნდა

ღვინის შეძენა სახლიდან გაუსვლელად - საქართველოში ღვინის პირველი ონლაინ მაღაზია გამოჩნდა
საქართველოში ღვინის პირველი ონლაინ მაღაზია Bino.ge გამოჩნდა. მომხმარებელს სასურველი ბრენდის ღვინის შეძენა სახლიდან გაუსვლელად შეუძლია. კომპანიის დირექტორი, გიორგი ქუმსიაშვილი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, რომ იდეა „სტარტაპ მარანის“ ერთ-ერთი გამარჯვებულია, რომლის ფარგლებშიც მისმა ავტორებმა, ინვესტორის მხარდაჭერა მიიღეს.
 
- საიდან გაჩნდა ღვინის ონლაინ მაღაზიის შექმნის იდეა? 

- ბინოს იდეა გაჩნდა მარტივი პრობლემიდან, რომ ქართულ ბაზარზე არ არსებობდა ონლაინ სივრცეში ადგილი, სადაც მომხმარებელი შეძლებდა მისთვის სასურველი ღვინის შეძენას, მარტივად და კომფორტულად. სწორედ ამიტომ, შეიქმნა Bino.ge, სადაც მომხმარებელი სწრაფად, მარტივად, სარფიანად და კომფორტულად შეიძენს მისთვის სასურველ ღვინოს. იდეა წარვადგინეთ, Startup მარანის ღონისძიებაზე, სადაც იდეის ავტორს აქვს შესაძლებლობა შეხვდეს პოტენციურ ინვესტორს. ახალი ბიზნესის მხარდამჭერმა ორგანიზაციამ Start- Business Solutions გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი. ასე შეიქმნა Bino.ge

- რამდენი კომპანიის ღვინის შეძენა შეუძლია მომხმარებელს?

- ამჟამად, ვებგვერდზე წარმოდგენილია 15 კომპანია, მათ შორის: შატო მუხრანი, თელიანი ველი, თელავის ღვინის მარანი, თამადა, ნიკოლაიშვილი, ძველი თბილისი, შუხმანი, ლაგვინარი, კონჭო, მილდიანი, მარანული, შუმი, იკანო, ჯი-ვაინი და სთორი. ეტაპობრივად გვემატება სხვადასხვა ბრენდის ღვინოები. ისინი შერჩეულია ხარისხისა და მოთხოვნის მიხედვით.

- როგორ ხდება ღვინის შეკვეთა და ადგილზე მიტანა?

Bino.ge-ზე მომხმარებელს ძალიან მარტივად შეუძლია ღვინის შეძენა, - კრეფს მისამართს www.bino.ge და იწყებს ღვინის შერჩევას ღვინის ტიპის, ფასისა და იმ კერძის მიხედვით, რომელსაც მიირთმევს.

შეძენის შემდეგ, კურიერი მომხმარებელს მიუტანს ღვინოს სასურველ დროსა და ადგილას. ამასთან, ჩვენს კომპანიას აქვს Bino Drive სერვისი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია თვითონ წაიღოს შეკვეთილი ღვინო.

ჩვენ, პროდუქციის შეძენის საუკეთესო სერვისს ვთავაზობთ ღვინის მოყვარულს. ღვინის ფასის გარდა, მიტანის ღირებულება იმავე დღეს 1 საათში და ასევე, დღის სხვადასხვა მონაკვეთში განისაზღვრება 4 ლარით, ასევე 60 ლარს ზევით შეკვეთის მიტანა იმავე დღეს, დროის ნებისმიერ შუალედში, უფასოა.

- თუ არის დღეს ბაზარზე მსგავსი სერვისი?

ბინომ პირველმა შესთავაზა ღვინის მოყვარულებს სერვისი, რომლის მეშვეობითაც სწორად შეარჩევენ და შეიძენენ ღვინოს ყველაზე სწრაფად, მარტივად და კომფორტულად. მართალია, რამდენიმე ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომლებიც ონლაინ ყიდიან თავიანთ პროდუქციას, თუმცა ისინი ჩვენი პირდაპირი კონკურენტები არ არიან. პირიქით, მათ შეუძლიათ საკუთარი პროდუქციის რეალიზება ჩვენი მეშვეობით. ჩვენთან წარმოდგენილია ღვინის ფართო ასორტიმენტი და არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ბრენდი.

- რამდენად აქტიურად თანამშრომლობენ ღვინის კომპანიები თქვენთან?

- ონლაინ მაღაზიის შექმნას, ღვინის მწარმოებელი კომპანიების მხრიდან, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ბინო თავისი სიმარტივითა და კომფორტულობით, ხელს უწყობს ბოთლის ღვინის რეალიზებას და ინტერნეტის საშუალებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღნიშნული ბაზრის განვითარებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი ონლაინ მაღაზიით დღითიდღე ინტერესდებიან როგორც მსხვილი კომპანიები, ისე საოჯახო მარნები და გვთხოვენ საკუთარი პროდუქციის განთავსებას პორტალზე.

ზოგადად დღეს გაცილებით მეტი ხელისშემწყობი ფაქტორი არსებობს სტარტაპებისთვის ქვეყანაში, ვიდრე ეს იყო 5-10 წლის წინ, თუმცა კიდევ ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებისათვის. მაგალითად: საგადასახადო სისტემა არ არის მორგებული სტარტაპის ინტერესებს, ასევე ჩამოსაყალიბებელია კერძო ინვესტორთა ჯგუფი, რომელიც ინოვაციურ იდეებში ახდენს დაბანდებას. რეალურად იდეები ბევრია ქვეყანაში, მაგრამ სირთულე მის სწორად განვითარებასა და აღსრულებაშია, რასაც ბევრი ვერ ახერხებს.

19.აგვისტო.2019 19:16
18648

რამდენი მლნ-ის სარგებელი მოაქვს 'ფორსაჟი 9"-ის თბილისში გადაღებას საქართველოსთვის?

ვრცლად
15.ივნისი.2019 11:20
3434

MADE IN GEORGIA-ს იარლიყით H&M-ის ბრენდის სამოსი 64 ქვეყანაში იყიდება

ვრცლად
05.ივნისი.2019 13:54
1183

BMG-ის პასუხი ავსტრიის საელჩოს - არად ბენკოსთან ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 10:58
475

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
536

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
722

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად