მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვენეტაძემ ბანკების ხელმძღვანელებს რეგულაციების პირველადი მონაცემები გაუზიარა

5c9a3ebb87cee
თელარა გელანტია
26.03.19 18:59
1135
დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„შეხვედრაზე, რომელიც ეროვნული ბანკის ინიციატივით გაიმართა, კობა გვენეტაძემ საბანკო სექტორს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციების პირველადი არასრული მონაცემები გაუზიარა, რომლის დინამიკაც სებ-ის მოლოდინებთან შესაბამისია.

კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი აგრძელებს დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელებს ცვლილებებს ისე, რომ რეგულაციების ძირითადი პრინციპები შენარჩუნებული იქნება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საცალო დაკრედიტების რეგულირება მნიშვნელოვანია საფინანსო სექტორის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.
ხაზგასასმელია, რომ საცალო დაკრედიტების რეგულირება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით ხორციელდება. ანალოგიური ტიპის რეგულაცია ბოლო პერიოდში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაინერგა - ლიეტუვაში, უნგრეთში, შვედეთში, დანიაში, ჩეხეთში, ესტონეთში და სხვა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა“, - აცხადებენ სებ-ში.