13.მაისი.2019 16:52
ეკონომიკა, საფინანსო სექტორი

გვენეტაძე-რეგულაციების გადახედვაზე: თუ არის საჭირო ცვლილებები, ის იქნება მიღებული

გვენეტაძე-რეგულაციების გადახედვაზე: თუ არის საჭირო ცვლილებები,  ის იქნება მიღებული
„თუ არის საჭირო ცვლილებები, ეს ცვლილებები იქნება მიღებული“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც ძირითადად 1 იანვრიდან ამოქმედებელი საბანკო რეგულაციების შესახებ იმსჯელეს.

ამასთან, გვენეტაძის თქმით, ძირითადი საკითხი, რომ სესხის გაცემა მხოლოდ გადამხდელუნარიან გადამხდელს შეეძლება, ეს უცვლელი რჩება.

“სანამ მიღებული იქნებოდა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების შესაბამისი რეგულაციები, ჯერ კიდევ მაშინ ამბობდა ეროვნული ბანკი, რომ ნებისმიერი რეგულაცია საჭიროებს გარკვეული დროის შემდეგ გადახედვას, თუ რამდენად ასრულებს ის თავის მოვალეობას.

გარკვეული პერიოდია გასული, ჯერ მხოლოდ პირველი კვარტლის შედეგები გვაქვს, ცოტა ხანში გვექნება 4 თვის მონაცემები. ჯერჯერობით, ის მიმართულება, რომელსაც ვხედავთ, არის თანხვედრაში იმ მოლოდინებთან, რომლებიც რეგულაციების შემოღებამდე გვქონდა.

მინდა დავამატო, რომ არის მუდმივი კონტაქტი საფინანსო ორაგნიზაციებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და კომერციულ ბანკებთან იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, რისი გაკეთება შეიძლება ტექნიკურად გამარტივების მიმართულებით, რომ ეს დებულება უფრო მოქნილი იყოს მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი რამ გავითვალისწინეთ, სანამ მას მივიღებდით”, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი

25.მაისი.2019 00:20
58

განათლების სამინისტრო 26 მაისის ღონისძებებისთვის 2.7 მლნ-ს Check in Georgia-ს ბიუჯეტიდან დახარჯავს

ვრცლად
24.მაისი.2019 23:00
105

რა დაუჯდა ქუთაისს “ღიმილით გვეცხოვროს”?

ვრცლად
24.მაისი.2019 22:00
151

აიღებს თუ არა ბათუმი "ტურიზმის ოსკარს" - "რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს“

ვრცლად
24.მაისი.2019 21:00
97

"გაფიცულმა თანამშრომლებმა „რუსთავის ფოლადში" მუშაობა განაახლეს"

ვრცლად
24.მაისი.2019 20:00
93

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: “ჩვენი მიზანია, არანაკლებ 6000 სამუშაო ადგილი შეიქმნას“

ვრცლად
24.მაისი.2019 19:50
283

ნიკოლოზ ჩიქოვანი: ჭიათურაში მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანების პრობლემა გადაწყვეტილია

ვრცლად