მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვანცა ჩხეიძე: "საქართველოს ალიანსს უსაფრთხო გზებისთვის" ვთხოვთ, ოფიციალურად მოგვმართოს

5d0a5518eef16
ლიკა გურაბანიძე
19.06.19 21:00
1358
არასამთავრობო ორგანიზაციამ - „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში, ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთ-ერთი ცენტრიდან მობილური საკომუნიკაციო ოპერატორების აბონენტებს მისდით სარეკლამო მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შემდეგი შინაარსით: „ვერ მოასწარით სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაწესებულ ვადაში? ვადაგადაცილებისთვის არ დაჯარიმდებით...“


BM.GE დაინტერესდა, არის თუ არა აღნიშნული ფაქტი ცნობილი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვის და ხომ არ დაიწყო მოკვლევა;

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის გვანცა ჩხეიძის თქმით,  მათთან შეტყობინება, განცხადება ან საჩივარი იმის თაობაზე, რომ აბონენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით ისეთ ინფორმაციას იღებენ, რომელიც არასწორი ან უზუსტო მონაცემების შემცველია, არ შესულა.


„ამის თაობაზე, ჩემთვის ცნობილი გახდა მხოლოდ „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ; რადგან საკითხი საჭიროებს გამოკვლევას, გადამოწმებასა და დაზუსტებას, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი ამ საკითხზე რეაგირების მიზნით, სთხოვს „ალიანსს უსაფრთხო გზებისთვის“ შემოიტანოს სამსახურში წერილობითი განცხადება, რომლითაც შევძლებთ იდენტიფიცირება მოვახდინოთ თუ ვის მიერ, ვის მიმართ და რა შინაარსით იქნა განხორციელებული ქმედება, რომლითაც შესაძლოა დარღვეულ იქნეს მომხმარებელთა უფლებები“, - განაცხადა გვანცა ჩხეიძემ.


ცნობისთვის: „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ განმარტავს, რომ სარეკლამო შეტყობინებას შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი, რადგან მოქმედი კანონმდებლობით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი ტექნიკური დათვალიერების გავლის ვადის დარღვევის გამო, მომხმარებელს ჯარიმას ვერ დაუწესებს და ვერც თავიდან  აარიდებს.