მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუბერნატორი: TAV Georgia-სთან დადებული ხელშეკრულება კაბალურია, რაც კახეთში აეროპორტის აშენებას უშლის ხელს

5720ac74b80c9
BM.GE
27.04.16 16:09
1630
კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, კახეთის რეგიონში საერთაშორისო აეროპორტის აშენების ხელშემშლელი ფაქტორი TAV Georgia-სთან დადებული ხელშეკრულებაა, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ მანძილზე საერთაშორისო აეროპორტის აშენება არ შეიძლება. შიოლაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ეკონომიკის სამინისტროს ცართულობით ხელშეკრულება გადაიხედება.
 
"ბიზნესმა დასვა საერთაშორისო აეროპორტის საკითხი. რეგიონში უკვე საერთაშორისო აეროპორტის საჭიროება გაჩნდა, იმისთვის, რომ პირდაპირი რეისები დაინიშნოს კონკრეტულ ქვეყნებთან და ტურისტული მარშუტები გაკეთდეს", - განაცხადა შიოლაშვილმა.

აეროპორტზე ჩვენი მხრიდან მზაობა არის, მაგრამ არის რამდენიმე ხელშემშლელი ფაქტორი, მათ შორის TAV Georgia-სთან წინა ხელისუფლების დროს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთი პუნქტით გარკვეულ მანძილზე არ შეიძლება საერთაშორისო აეროპორტის აშენება. TAV Georgia-სთნ დადებული ხელშეკრულება კაბალურია", - განაცხადა შიოლაშვილმა.