12.ივლისი.2019 12:05
ეკონომიკა

“ღრმაწყლოვანი პორტი მოგვცემს საშუალებას საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო კავშირები განვავითაროთ”

“ღრმაწყლოვანი პორტი მოგვცემს საშუალებას საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო კავშირები განვავითაროთ”
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობაში საქართველომ ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო, რომელიც ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს, განაცხადა დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, 2022 წლისთვის, როცა მსხვილი პროექტები დასრულდება, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდება საგარეო და შიდა კავშირების დასამყარებლად.

„აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებიდან თურქეთის საზღვრამდე ორჯერ უფრო ნაკლებ დროში ჩასვლა იქნება შესაძლებელი. მაგისტრალური ქსელების გარდა ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის შიდა კავშირების მოწესრიგებაზე, რომ ქვეყნის შიგნით ადამიანები ყველა რეგიონიდან ადვილად დაუკავშირდნენ არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, არამედ ევროპასაც. ჩვენ ასევე ჩაბმული ვართ რკინიგზის მოდერნიზებაში, რომელიც ტრანსპორტირების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, როგორც ტვირთების გადატანის, ისე ადამიანების მომსახურების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

კონფერენციის ფარგლებში გახსნილ თემატურ პანელზე გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ენერგო და ციფრული პროექტების განვითარების მნიშვნელობას.
„სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, არსებობს მაღალი პოტენციალი ევროპის ქვეყნებს მივაწოდოთ ჰიდროენერგორესურესები, რაც ხელს შეუწყობს ბაზრის დივერსიფიცირებას. საქართველო, როგორც ციფრული ფორმით ბიზნესის წარმოების რეგიონული ცენტრი, არსებული თავისუფალი რეგულაციებით, აჩენს ახალ შესაძლებლობებს მეტი ინვესტიციის მოსაზიდად. ჩვენ ასევე ვზრუნავთ, რომ ღრმაწყლოვანი პორტი ავაშენოთ, რაც მოგვცემს საშუალებას საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო კავშირები განვავითაროთ. ამგვარი კავშირები ევროპისა და აზიის ქვეყნების ბიზნესმენებისთვის ხელსაყრელ სამუშაო პირობებს უზრუნველყოფს,“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ მიმდინარეობს, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს ეძღვნება.

23.ივლისი.2019 00:05
30

ლევან სურგულაძე: საპენსიო სისტემა გაწევრიანებულთა 15%-მა დატოვა

ვრცლად
22.ივლისი.2019 23:00
84

ლევან სურგულაძე: საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი უახლოეს დღეებში დაინიშნება

ვრცლად
22.ივლისი.2019 22:00
737

ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა - როგორ სრულდება 2019 წლის გეგმა?

ვრცლად
22.ივლისი.2019 21:00
136

ქრონიკული დაავადებების პროგრამის ბიუჯეტიდან 16-ჯერ მეტია დასახარჯი, ვიდრე - პირველ 6 თვეში

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:40
567

"ხშირად გვავიწყდება, რომ ევროკავშირში ექსპორტზე მომსახურების სფეროს გატანაც შეგვიძლია"

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:05
242

დიღმის ჭალებში პარკის სამშენებლო სამუშაოები აგვისტოდან დაიწყება

ვრცლად