მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-მა Huawei-ს Android-ის ლიცენზია შეუჩერა

5ce24cb4c54bf
მიშა ხაჩიძე
20.05.19 10:42
1591
Google-მა Huawei-ს Android-ის ლიცენზია შეუჩერა - გადაწყვეტილება Google-ის დედა-კომპანია Alphabet-ში მიიღეს;

მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოზიცია გახდა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ტექნოლოგიური საფრთხეების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

დასავლური მედიის ინფორმაციით, Google-ის გადაწყვეტილებით, Huawei-ის Android-ის ღია კოდის პროექტზე (ASOP) კავშირი შეუჩერდება, ხოლო ჩინური კომპანიის ახალ სმარტფონებს Google-ის მაღაზიაზე - Google Play Store-ზე წვდომა საერთოდ აღარ ექნებათ; ასევე შეუფერხდებათ კავშირი Gmail-თან.

დონალდ ტრამპმა, ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკულ ფირმებს იმ უცხოური სატელეკომუნიკაციო კომპანიებით სარგებლობა აეკრძალათ, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებენ, 15 მაისს მოაწერა ხელი.

დოკუმენტში ჩინური ტექნო გიგანტი ნახსენები არ არის, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ტრამპის სამიზნე სწორედ Huawei-ა.

Huawei მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი, ჩინური საკომუნიკაციო კონცერნია. ამერიკული სადაზვერვო სამსახურები უკვე დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ კომპანია ჩინეთის სამხედროებსა და უსაფრთხოების სამსახურებს ჯაშუშურ საქმიანობაში ეხმარება. ტექნო გიგანტში ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთბეულ შტატები და ჩინეთი უკვე მესამე კვირაა მწვავე ეკონომიკური დაპირისპირების ფაზაში არიან.

ორ ქვეყანას შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილებით, 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე იმპორტის გადასახადი გაორმაგდა.