12.ივლისი .2019 11:07

Google-ის, Nasa-ს, Facebook-ს ექსპერტები თბილისში - საერთაშორისო ციფრული კონფერენცია Touch

views 489
უკან

Touch • Digital Summit-სა და Tbilisi Startup Bureau-ს პარტნიორობით 30-31 ოქტომბერს, საერთაშორისო ციფრული კონფერენცია Touch წელს უკვე მეოთხედ ჩატარდება.

კონფერენციას Google-ის, Nasa-ს, Nike-ს, Facebook-ს ექსპერტები და წარმომადგენლები დაესწრებიან. მოეწყობა სტარტაპ ექსპო, სადაც სტარტაპებსა და პოტენციურ ინვესტორებს ერთმანეთთან გასაუბრების შეაძლებლობა ექნებათ. ასევე წელს სცენა დაეთმობა ქალებს ტექნოლოგიებში და ქართულ სააგენტოებს. კონფერენციაზე მოწვეული იქნებიან, როგორც ლოკალური, ასევე საერთაშორისო ფონდები, აქსელერატორები და VC კომპანიები.

Touch - ინტელექტუალური პლატფორმაა, რომელიც ციფრულ ინდუსტრიაში ჩართულ პირებს და ამ სფეროს მრავალ, საინტერესო მიმართულებაზე მომუშავე ორგანიზაცებს აერთიანებს. პროექტი ყოველწლიურად მეტ საერთაშორისო დონის სპიკერს მასპინძლობს, რომლებიც დაინტერესებულ პირებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

Touch - ინტელექტუალური პლატფორმაა, რომელიც ციფრულ ინდუსტრიაში ჩართულ და ტექნოლოგიებით დაინტერესებულს ადამიანებს აერთიანებს. პროექტი ყოველწლიურად იზრდება და უფრო და უფრო მეტი საერთაშორისო სტუმრებს მასპინძლობს.

Touch-ზე წარმოდგენილი იქნება თემატური პრეზენტაციები, ვორქშოფები, საგამოფენო სივრცეები, სტარტაპების ექსპო, B2B შეხვედრები და მასტერკლასები. წლევანდელი ღონისძიების ძირითად თემები შეეხება:

პროდუქტის შექმნას, დიზაინის როლს ბიზნესში, მონაცემთა ანალიზს, გუნდთან მუშაობის კულტურას, მომავლის ტექნოლოგიებს და სხვა უამრავ საინტერესო და საჭირო თემებს. გასულ წლებში ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ National Geographic-ის, Google-ის, YouTube-ს და Airbnb-ს წარმომადგენლები სხვადასხვა მიმართულებებით.

ბექა ქვარცხავა: დიდი სურვილი გვაქვს, ჩვენი რესურსით გარკვეული რაოდენობა ადამიანების დავაინტერესოთ მომავლის ტექნოლოგიებით, გავზარდოთ მათში ინტერესი ეკონომიკური კეთილდღეობის თვალსაზრისით და შევქმნათ ქვეყანაში ჯანმრთელი ეკოსისტემა. საბედნიეროდ დღეს ჩვენ გვაქვს იმის დრო და ფუფუნება, რომ ყველა ომი გადავდოთ და დრო ჩვენი თავის განათლებას და განვითარებას დავუთმოთ. Touch არის ადგილი სადაც შეგიძლია შეეხო შენს გონებას და იმოგზაურო მომავალში.
გური ქოიავა: Touch-ის ფარგლებში უკვე მეორე წელია ვთანამშრომლობთ. Tbilisi Startup Bureau თავისი ღონისძიებების სერიითა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მუხტით Touch-ის ორგანიზებაში იქნება ჩართული. ჩვენი შეხედულებით ეკოსტემის განვითარებისთვის ცოდნის, გამოცდილების და ძალების ერთობლიობა მნიშვნელოვანია და ვფიქრობთ, რომ მსგავსი პარტნიორთ საქართველოს პოზიციები გლობალურ სტარტაპ რუკაზე კიდევ უფრო გაძლიერდება.
წლევანდელ ღონისძიებაზე მოწვეული სპიკერები შემდეგი კომპანიებიდან არიან:

• Google
• Facebook
• Nike
• Airbnb
• Nasa
• Georgian National Tourism Administration

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა