22.მარტი .2016 10:17

Google-ი კუბაზე ინტერნეტის ხელმისაწვდომობაზე მუშაობას დაიწყებს

views 951
უკან

კომპანია Google-ი კუბაზე ინტერნეტის ხელმისაწვდომობაზე მუშაობას დაიწყებს. ამის შესახებ ABC News-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა.
 
"ერთ-ერთი საკითხი რომელსაც ჩვენ აქ გავახმოვანებთ, ეს არის ის, რომ Google-თან არსებობს შეთანხმება რომ გაზარდოს Wi-Fi-სთან ხელმისაწვდომობა კუბაზე", - განაცხადა მან. წამყვანმა აღნიშნა, რომ ამ დროისათვის კუბის მოსახლეობის მხოლოდ 5%-ს აქვს ინტერნეტზე წვდომა.

ობამას ისტორიული ვიზიტი კუბაზე 23 მარტამდე გაგრძელდება. კუბაზე ობამასთან ერთად იმყოფებიან მისი მეუღლე, მიშელ ობამა და პრეზიდენტის ქალიშვილები.