11.ივლისი.2019 16:20
ეკონომიკა

გომისმთისა და ბახმაროს გზა განახლდება - 120 მლნ გურიაში გზების რეაბილიტაციისთვის

გომისმთისა და ბახმაროს გზა განახლდება - 120 მლნ გურიაში გზების რეაბილიტაციისთვის
გურიის რეგიონში გზების რეაბილიტაციისთვის 120,6 მილიონი ლარი დაიხარჯება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვა აქვს გამოცხადებული.

პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს. სახელმწიფო შესყიდვა მოიცავს გზების რეაბილიტაციასა და მოვლა-შენახვას. პროექტი სრულად 5 წელიწადში უნდა დასრულდეს.

მთლიანობაში იგეგმება 239.8 კმ-ის გზის რეაბილიტაცია, რომელშიც შედის შემდეგი მონაკვეთები: საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი- ქობულეთი, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი- გომისმთა, ოზურგეთი-ნატანები - ურეკი, შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითი, ნატანები- ჩოლოქის ხიდი, ჩოხატაური -ბახმარო, ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესა, ჩოხატაური - ზომლეთი.

სახელმწიფო შესყიდვაში წინადადებების მიღება 26 აგვისტოს სრულდება.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი

23.ივლისი.2019 00:05
242

ლევან სურგულაძე: საპენსიო სისტემა გაწევრიანებულთა 15%-მა დატოვა

ვრცლად
22.ივლისი.2019 23:00
248

ლევან სურგულაძე: საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი უახლოეს დღეებში დაინიშნება

ვრცლად
22.ივლისი.2019 22:00
1321

ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა - როგორ სრულდება 2019 წლის გეგმა?

ვრცლად
22.ივლისი.2019 21:00
265

ქრონიკული დაავადებების პროგრამის ბიუჯეტიდან 16-ჯერ მეტია დასახარჯი, ვიდრე - პირველ 6 თვეში

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:40
791

"ხშირად გვავიწყდება, რომ ევროკავშირში ექსპორტზე მომსახურების სფეროს გატანაც შეგვიძლია"

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:05
396

დიღმის ჭალებში პარკის სამშენებლო სამუშაოები აგვისტოდან დაიწყება

ვრცლად