04.დეკემბერი .2015 16:18

გოგი თოფაძე: ვახტანგ ლეჟავა ვინ არის არ ვიცი

views 1577
უკან

"ვახტანგ ლეჟავა ვინ არის არ ვიცი", - ასე უპასუხა გოგი თოფაძემ საინფორმაციო სააგენტო ბიზნესკონტაქტის დასმულ შეკითხვას, რომელიც ვახტანგ ლეჟავას მიერ, გადაცემა "ბიზნესკონტაქტში" გაკეთებულ განცხადებას უკავშირდებოდა. დეპუტატი მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ 90-იან წლებში საქართველოში ლუდს 5 კომპანია აწარმოებდა.
 
"ვახტანგ ლეჟავა ვინ არის არ ვიცი. რაც უნდა თქვას, მაგაზე პასუხის გაცემას მე არ ვაპირებ. რამდენი ვიღაც ტყუილს იტყვის ჩემზე... ეგ ზღაპარია. 90-იან წლებში 5 ქართული ქარხანა მუშაობდა", - განუცხადა გოგი თოფაძემ ბიზნესკონტაქტს.

შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ლეჟავას განცხადებით, 90-იანი წლების ბოლოს, გოგი თოფაძე ლუდის იმპორტის აკრძალვას ითხოვდა. "მახსოვს ზურაბ ტყემალაძის კოლეგა გოგი თოფაძე, როგორ დასდევდა საქართველოს მთავრობას 90-იანი წლების ბოლოს, რომ ლუდის იმპორტი აკრძალულიყო, და ჩვენ დღემდე მარტო ლუდი "ყაზბეგი" გვესვა", - განაცხადა ლეჟავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა