მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GNCC - კანონით რეკლამის ლიმიტის ზრდის მიუხედავად, საზმაუს სარეკლამო შემოსავალი 52%-ით შემცირდა

5ce2d274b5a66
შოთა ტყეშელაშვილი
20.05.19 23:02
615
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) დღეს 2019 წლის პირველ კვარტალში ტელევიზიების მიერ მიღებული შემოსავლის შესახებ გამოაქვეყნა მიმოხილვა.

დოკუმენტის მიხედვით, სარეკლამო შემოსავლების ზრდა ფიქსირდება ყველა ეროვნულ მაუწყებელში, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა, რომელსაც 52%-იანი კლება აქვს.

GNCC-ის ანალიტიკური პორტალის მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში საზმაუს სახელმწიფო დაფინანსების სახით 16,192,000 ლარი ჩაერიცხა.

დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის პირველ კვარტალში 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 8%-ით გაიზარდა.

“საზოგადოებრივ მაუწყებელში სარეკლამო შემოსავლის შემცირება საინტერესოა, იმის გათვალისწინებით, რომ ტელეკომპანიას კლება მას შემდეგ დაუფიქსირდა, რაც „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილება შევიდა ძალაში და არხს კომერციული რეკლამის ლიმიტი გაეზარდა.

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი „პალიტრა ტვ“-ს დაუფიქსირდა - ზრდა 216%-ით. ტელეკომპანია „პირველს“ კი - 38%-ით; 35%-ით გაიზარდა GDS-ის სარეკლამო შემოსავალი. 2019 წლის პირველ კვარტალში, 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 27%-იანი ზრდა აქვს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს, სტუდია მაესტროს - 13%, ხოლო ტელეიმედის შემოსავალი 4%-ით გაიზარდა,- წერია ანგარიშში.