10.აპრილი.2016 10:28
ეკონომიკა

GMP: სახელმწიფოს რეცეპტების შემოწმების რესურსი სამწუხაროდ არ აქვს

GMP: სახელმწიფოს რეცეპტების შემოწმების რესურსი სამწუხაროდ არ აქვს
ფარმაცევტული საწარმო "GMP"-ის გენერალური დირექტორი "ბიზნესკონტაქტთან" რეცეპტული სისტემის შემოღების შედეგებზე საუბრობს. გიორგი ანთაძის განცხადებით, განვითარებულ ქვეყნებში ფარმაცევტულ ბაზრებს ამ ფორმით არეგულირებენ, თუმცა მისი თქმით, ამ მიმართულებით ხელისუფლების გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო.
 
"ჩვენი ფარმაცევტული ბაზრის მოთამაშეები არ იყვნენ მზად რეცეპტულ სისტემაზე ასეთი მკვეთრი გადასვლისთვის. შეიძლებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელებულიყო, რათა გამორიცხულიყო ის, რაც დღეს მივიღეთ. მივიღეთ ის, რომ მსხვილი დისტრიბუტორები და სააფთიაქო ქსელები ამ რეგულაციას იცავენ, მაგრამ მსხვილი სააფთიაქო ქსელების გვერდზე არის კერძო აფთიაქები, სადაც შეგიძლიათ ამ კანონის გვერდის ავლით ნებისმიერი რეცეპტურული მედიკამენტი იყოდოთ. რესურისი იმისა, რომ ეს სახელმწიფომ შეამოწმოს და ასეთი შემთხვევები აღმოაჩინოს არის ძალიან ცოტა. ჩვენს სახელმწიფოს სამწუხაროთ ამის რესურსი არ გააჩნია", - აცხადებს გიორგი ანთაძე.

მისი თქმით, რეცეპტული სისტემა დაკავშირებული რომ ყოფილიყო სადაზღვევო სისტემასთან და ექიმს და პაციენტს ჰქონოდა ეკონომიური მოტივაცია, რატომ უნდა გამოწეროს რეცეპტი, ხოლო პაციენტი რეცეპტით რატომ უნდა მივიდეს აფთიაქში, იქნებოდა უმჯობესი.

"ევროკავშირის ქვეყნებში რეცეპტს აქვს ეკონომიური დატვირთვა. როცა რეცეპტით მიდის აფთიაქში პაციენტი ის იღებს სადაზღვევო შეღავათს და წამალს იღებს უფასოდ ან თანაგადახდის მცირე პროცენტით. საქართველოში ეს ასე არ არის. ეკონომიური ფაქტორი რეცეპტს არ მიება, ამიტომ საბოლოო შედეგეს სამწუხაროდ ვერ მივაღწიეთ. მივიღეთ უფრო რეგულაცია. შეიძლებოდა ამ პრობლემას ეკონომიური მიდგომა ქონოდა", - აცხადებს "GMP"-ის გენერალური დირექტორი.

რეცეპტების სისტემა ქვეყანაში 2014 წლის სექტემბრიდან მოქმედებს.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

22.ივლისი.2019 12:04
66

მთავრობა, სავარაუდოდ, „ჯორჯიან ეარვეისის“ ერევანი-თბილისის რეისებს დაასუბსიდირებს

ვრცლად
22.ივლისი.2019 11:12
99

სამინისტრო: 6 თვეში ინფრასტრუქტურულ პროექტებს 673 მლნ ლარი მოხმარდა

ვრცლად
22.ივლისი.2019 09:45
169

დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავალი 57%-ით გაიზარდა

ვრცლად
22.ივლისი.2019 09:00
230

საქართველოსთვის ასათვისებელი ღვინის საექსპორტო ბაზრები

ვრცლად
21.ივლისი.2019 20:50
486

საქართველოში ტაილანდურ სერიალს იღებენ

ვრცლად
21.ივლისი.2019 19:50
3040

რა სქემით გაიზრდება პენსია 2021 წლიდან?

ვრცლად